ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, თავად საკითხი საკმაოდ სენსიტიურია და პირდაპირ კავშირშია საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობასთან.
ჩიხრაძე „გაზპრომთან“ ურთიერთობის კუთხით წარსულის გამოცდილებას იხსენებს.
„ჩვენ მწარე გამოცდილება გვაქვს რომდესაც "გაზპრომის" გამოყენება ხდებოდა პოლიტიკურ იარაღად. რაც შეეხება პროცესებს, რომელიც ახლა მიმდინარეობს მაინცდამაინც გამჭვირვალე არ არის და პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაკავებულია, რომ აქტიურად მივიღოთ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობები აზერბაიჯანთან. დღევანდელი მოცემულობით, არავითარი აუცილებლობა ე.წ. დივერსიფიცირების და დაჩქარების არ არსებობდა. ჩვენ ისიც ვიცით, რომ ერთგვარად დივერსიფიცირებულიც არის გაზი, რომელსაც ჩვენ აზერბაიჯანიდან ვიღებთ“, - განაცხადა ჩიხრაძემ.
რაც შეეხება უმცირესობის მოთხოვნას, რომ აღნიშნულ საკითხზე უშიშროების საბჭო იყოს მოწვეული, ჩიხრაძის თქმით, ამაზე გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული.
მასალის გამოყენების პირობები






