„სამოქალაქო ჩართულობის ცენტრმა“ 2012 წლის ოქტომბერიდან - 2015 წლის სექტემბრამდე სახელმწიფო სტუქტურებში კორესპონდეციასთან დაკავშირებით კვლევა ჩაატარა.
მიღებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად გაირკვა, რომ სახელმწიფო სტრუქტურებმა 2012 წლის ოქტომბრიდან - 2015 წლის ივნისის მდგომარეობით კორესპონდეციასთან დაკავშირებით საქართველოს ფოსტის მომსახურებაში გადაიხადეს 978 610,24 ლარი, ხოლო საბეჭდ ქაღალდში - 524 236 ლარი.
მონაცემების მიხედვით კი გაირკვა, რომ მიღებული და გაცემული წერილები დაახლოებით 96% წერილობითი ფორმითაა, ხოლო ელექტრონული - 4 %.
ორგანიზაციამ საჯარო კვლევის ფარგლებში ინფორმაცია გამოითხოვა ყველა სამინისტროდან და რამდენი საჯარო უწყებიდან, თუმცა სრული პასუხი ყველა უწყებიდან არ მიუღია. კვლევაში არსებულ მონაცემებთან განსხვავებით სრული მონაცემები გაცილებით მასშტაბურია.
ყოველივე აქედან გამომდინარე „სამო,ქალაქო ჩართულობის ცენტრი“ გარკვეული რეფორმის გატარების აუცილებლობაზე საუბრობს, რომლის ფარგლებში ერთიანი ელექტრონული სისტემის შემუშავება, რაც წერილის მიღებისა და გაცემის წესს
გამარტივება მოხდება, რაც საგრძნობლად შეამცირებს სახელმწიფო ბიუჯეტს არსებული ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე და რაც ყველაზე მთავარია, მოცემული სიკეთე მკვეთრად გაამარტივებს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შესაძლებლობებსა და მის გაცემის საშუალებას, რაც მეტად ეფექტურს გახდის სხვადასხვა ორგანიზაციებისა და მოქალაქეების საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას.
მასალის გამოყენების პირობები






