NDI-ის მიერ გამოკითხულთა 38% მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული საკითხები არის გზები. 32% მნიშვნელოვან საკითხაბ წყალმომარაგებას მიიჩნევს, ხოლო 23% - გაზმომარაგებას.
შემდეგ მოდის გარემოს დაბინძურება, რომელსაც მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ საკითხად 20% ასახელებს. კანალიზაციის საკითხს მნიშვნელოვნად 15% მიიჩნევს.
ნაგვის შეგროვება - 14%, სუფთა ქუჩები - 14%, პარკები და გამწვანება 14%, საგზაო მოძრაობა - 12%.
გზების მდგომარეობით გამოკითხულთა 37 % უკმაყოფილოა, საშუალო პოზიციაზე დგას 36%, ხოლო 25 % კმაყოფილია, 1%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.
NDI-მ გამოკითხვა ამა წლის 8 აგვისტო-10 სექტემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4,448 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის მოსახლეობას შორის ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 3.01%. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

მასალის გამოყენების პირობები






