NDI-ის კვლევის თანახმად გამოკითხულთა უმეტესობა წინააღმდეგია, რომ თბილისში "პანორამა თბილისის" პროექტი განხორციელდეს.
გამოკითხულთა 71%-ს პროექტის შესახებ ინფორმაცია აქვს, თუმცა 29% ამბობს, რომ „პანორამა თბილისის“ შესახებ არაფერი სმენია.
რაც შეეხება პროექტისადმი დამოკიდებულებას, 71%-დან 41% ამბობს, რომ „პანორამა თბილისის“ წინააღმდებია, 32%-ისთვის პროექტი მისაღებია, 26%-ს აღნიშნულთან დაკავშირებით პოზიცია ჩამოყალიბებული არ აქვს.
NDI-მ გამოკითხვა ამა წლის 8 აგვისტო-10 სექტემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4,448 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის მოსახლეობას შორის ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 3.01%. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.
მასალის გამოყენების პირობები






