თბილისის მერი არ აპირებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნის გამო თანამდებობა დატოვოს.
ამის შესახებ დავით ნარმანიამ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„რა თქმა უნდა, მოკლებულია!.. მე, მოსახლეობის არჩეული მერი, არ ვაპირებ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მოწოდებებიდან გამომდინარე დავტოვო ჩემი თანამდებობა“, - განაცხადა ნარმანიამ.
რაც შეეხება მერიაში მიმდინარე ცვლილებებს, ნარმანიას თქმით, ეს ბუნებრივი პროცესია.
მერია დიდი და ცოცხალი ორგანიზმია, ამიტომ პერიოდული ცვლილებები ბუნებრივია. ასეთი ცვლილებები ადრეც იყო და შესაძლოა, მომავალშიც მოხდეს.
აჟიოტაჟი, რომელიც ამასთან დაკავშირებით არის ატეხილი, აბსოლუტურად ხელოვნურია.
მუშაობა მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში და თანამდებობიდან წასული პირები ახალი კადრებით ჩანაცვლდებიან, მათი ნაწილი კონკურსის გზით შეირჩევა, ზოგს კი მე წარვუდგენ საკრებულოს“, - განაცხადა ნარმანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






