კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე 31 ოქტომბერს ჩასატარებელი არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნით მან საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე მიმართა. კონსტიტუციონალისტის სარჩელზე განხილვა სასამართლოში დღეს იგეგმება. მენაბდის განმარტებით, იმ ოლქებში, სადაც არჩევნები ტარდება ამომრჩეველთა საკმარისი რაოდენობა არ არის. მისი თქმით, არჩევნების ჩატარების შემთხვევაში იმ ამომრჩევლის უფლება დაირღვევა, ვინც დიდ ოლქებშია დარეგისტრირებული.
„ვითხოვ, რომ ცესკოს ის კომპეტენცია, კანონის ის ნაწილი, რომლითაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნები დანიშნა არაკონსტიტუციურად იქნას ცნობილი. საკონსტიტუციო სასამართლომ რეკორდულად მოკლე ვადებში ჩანიშნა საქმე, გაითვალისწინა მოსარჩელის და იმ ადამიანების ინტერესი, ვინც მოსარჩელის მდგომარეობაშ იმყოფება. სასამართლო შეეცდება, რომ არჩევნების ჩატარებამდე გასცეს იმ კითხვას პასუხი, რომელიც ჩვენი სარჩელის საფუძველზე მის წინაშე დადგა“, - განაცხადა „კურიერთან“ საუბრისას ვახუშტი მენაბდემ.
მასალის გამოყენების პირობები






