სახალხო დამცველი ახემდ ჩატაევთან დაკავშირებით ,,კურიერის“ რეპორტაჟს ეხმაურება
პოლიტიკა - 13:29, 11 Oct, 2015     1934
ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ტერორისტთა გლობალურ სიაში ახმედ ჩატაევის შეყვანის ფაქტზე, ამა წლის 9 ოქტომბერს ,,რუსთავის 2-ის“ საინფორმაციო გადაცემა ,,კურიერის“ ეთერში გასულ რეპორტაჟს სპეცალური განცხადებით ეხმაურება სახალხო გამცველი, უჩა ნანუაშვილი, რომელსაც ,,ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ.

"რეპორტაჟის მთელი პათოსი იმაში მდგომარეობს, თითქოსდა ორგანიზაცია, რომლის ხელმძღვანელი 2012 წელს ამჟამინდელი სახალხო დამცველი იყო, „ტერორისტ“ ახმედ ჩატაევს იცავდა და მის გათავისუფლებას მოითხოვდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩატაევის ბრალზე არასამთავრობო ორგანიზაციის ახლანდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა სრული განმარტება გააკეთა, „კურიერის“ ჟურნალისტი ხაზს უსვამს სახალხო დამცველის როლს ამ საქმეში და მიუთითებს, რომ თითქოს და უჩა ნანუაშვილი თავს არიდებს საუბარს.

სახალხო დამცველი ტელეკომპანიას ჩატაევის საქმის შესახებ სწორ ფაქტობრივ გარემოებებს შეახსენებს: საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ახმედ ჩატაევს ბრალი ტერორიზმში წაყენებული არასოდეს ჰქონია; იგი დააკავეს 2012 წლის 28 აგვისტოს სოფელ ლაფანყურში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად. დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ახმედ ჩატაევი იმ დროს საქართველოს შს სამინისტროს მაღალმა თანამდებობის პირებმა შეიარაღებული ჯგუფის წევრებთან ე.წ. „მომლაპარაკებლად“ გააგზავნეს. სპეცოპერაციის დროს კი იგი დაიჭრა, რასაც მისი დაპატიმრება მოჰყვა იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებისათვის. ახმედ ჩატაევს საადვოკატო მომსახურებას „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ადვოკატი უწევდა. საქმის განხილვის შედეგად, ახმედ ჩატაევი თბილისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა წარდგენილ ბრალდებაში და გაათავისუფლა. ცნობილია ისიც, რომ ახმედ ჩატაევი 2003 წლიდან ლტოლვილის სტატუსით, ოჯახთან ერთად ავსტრიაში ცხოვრობდა.

სახალხო დამცველი შეახსენებს მედიაკომპანიას, რომ იგი დღემდე მოითხოვს 2012 წლის აგვისტოში, ლოპოტას ხეობაში მომხდარი სპეცოპერაციის გამოძიებას; გამოძიებამ, მათ შორის პასუხი უნდა გასცეს ახმედ ჩატაევის და იმ დროს შს სამინისტროს არაერთი თანამშრომლის როლს სოფელ ლაფანყურში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, თუმცა, გამოძიება უშედეგოდ გრძელდება.

შესაბამისად, გაუგებარია, რა მიზანს ემსახურება „რუსთავის 2-ის“ მიერ სიუჟეტში გასული ცრუ ინფორმაცია. ბუნებრივია, პროფესიული საქმიანობისადმი მსგავსი არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, ბადებს ლეგიტიმურ კითხვებს - ემსახურება თუ არა ამ მედიის საქმიანობა მის მთავარ მიზანს, საზოგადოების ინფორმირებისა და საკითხის ირგვლივ ჯანსაღი დისკუსიის გაჩენის შესახებ.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის 1 მუხლის მიხედვით, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია, ხოლო, ქარტიის მე-5 მუხლის თანახმად, მედია ვალდებულია შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მედია ორგანიზაციების მიერ განზრახ არასწორი ინფორმაციის გავრცელება აზარალებს არამხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ არსებულ ნდობას, არამედ თავად ამ მედია საშუალებას. ამიტომ, სახალხო დამცველი მოუწოდებს „რუსთავი 2-ს“ პატივი სცეს თავის პროფესიულ საქმიანობას, თავი შეიკავოს არასწორი ფაქტების გავრცელებისაგან და კეთილსინდისიერი საქმიანობით ხელი შეუწყოს ჯანსაღი და მაღალკვალიფიციური მედია გარემოს ჩამოყალიბებას ქვეყანაში" - ნათქვამია უჩა ნანუაშვილის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42