ხმაური იყო დღეს ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებმა და თავისუფალი ზონის წევრებმა გაზპრომთან დაწყებული მოლაპარაკებები გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეებმა ადგილზე ბანერები მიიტანეს სადაც ეწერა რომ: "არა რუსულ გაზოკუპაციას", "ოკუპანტი არ გაგათბობს", "ივანიშვილი გაზპრომის მოწილე - ივანიშვილი გაზპრომის აგენტი", "არა რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებას" და სხვ.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის გიორგი ონიანის განცხადებით, ქვეყანა დიდი საფრთხის ქვეშაა.
"2006 წელს ყველას კარგად ახსოვს, რომ ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე, რუსეთმა გაგვითიშა გაზი და საქართვლოს მოსახლეობა დატოვა გაზის გარეშე. დიდი საფრთხის ქვეშ დადგება ქვეყანა - ან აირჩიოს დამოუკიდებლობა, ან აყვეს რუსეთის თამაშს. უბრალოდ სხვა გამოსავალი არ ექნება და საქართველო თავის პოზიციას ვერასდროს ვერ დააფიქსირებს მყარად თუ რუსეთზე იქნება ენერგოდამოკიდებული“ - თქვა ენმ-ის წევრმა გიორგი ონიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






