რა თემები განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და ილჰამ ალიევმა 3 საათის განმავლობაში?
პოლიტიკა - 16:07, 10 Oct, 2015     2807
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.
პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიენტის სასახლეში "ზაგულბა" 3 საათს გაგრძელდა.
ღარიბაშვილის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საუბრის დასაწყისში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის მეთაურის ვიზიტის მნიშვნელობას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კი ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრა.
ლიდერებმა პოლიტიკურ-ეკონომიკურ თემებზე და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში თანამშრომლობის მნიშვნელობას და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს.

პირისპირ გამართული შეხვედრის შემდეგ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს მეგობრულ სადილზე უმასპინძლა. გადაწყდა, რომ ილჰამ ალიევი ახლო მომავალში საქართველოს ვიზიტით ეწვევა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი ბაქოში დასრულდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42