"ნიუპოსტის" ინფორმაციით, დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსეთიდან 55 კაციანი ჯფუფი ჩავიდა და რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაოები დათვალიერა. ჯგუფის წევრებს არ დაუსახელებიათ, რომელ კომპანიას წარმოადგენდნენ, დასაქმებულებს ინჟინრებად გააცნეს თავი და სამუშაო უნიფორმები გადასცეს.
მათი თქმით, დღეიდან სამუშაოების ყველა დეტალი დელეგაციის ხელმძღვანელთან უნდა იქნეს შეთანხმებული.
სამუშაოებზე დასაქმებულებს, რუსეთიდან მივლენილმა პირებმა უთხრეს, რომ ხელფასებს რუსული ბანკი უახლოეს პერიოდში გასცემს.
როგორც ოკუპირებული აფხაზეთიდან გვატყობინებენ, ოჩამჩირე-დრანდას ტერიტორიაზე რელსებით და ე.წ. შპალებით დატვირთული სატვირტო მატარებელი კიდევ ერთხელ ჩავიდა.
როგორც ადგილობრივები იუწყებიან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ე.წ. კავშირგაბმულობის სამხედრო მანქანების გადაადგილებაც აქტიურად ხორციელდება.
ოკუპირებულ აფხაზეთში რკინიგზის გაწმენდით სამუშაოებს რაც შეეხება ამ ეტაპისთვის სამუშაოები თითქმის დასრულდა და უახლოეს დღეებში რელესბის დამონტაჟება იგეგმება.
რუსმა ოკუპანტების, მიერ შექმნილმა სამუშაო ჯგუფების წევრებმა, აქტიურად დაიწყეს იმ გზის აღდგენა, სადაც ადრე გალის მიმართულებით რკინიგზა იყო გაყვანილი. აღნიშნულ მონაკვეთზე ძველი ლიანდაგი გაფუჭებულია და ლიანდაგის ქვეშ დაყრილი ხრეში მიწაშია ჩასული. ლიანდაგის დადებამდე ე.წ. მოხრეშვით სამუშაოები მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები






