„ახალი მემარჯვენეები“ რუსულ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებს საგანგაშოს უწოდებენ
პოლიტიკა - 13:08, 10 Oct, 2015     1260
მთავრობის გადაწყვეტილებას საქართველოსთვის გაზის მოწოდების თაობაზე რუსულ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, „ახალი მემარჯვენეები“ ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების წინაააღმდეგ გადადგმულ საგანგაშო ნაბიჯად აფასებენ.

,,საქართველოს ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, პარლამენტის და მთავრობის წევრების განცხადებები იმის თაობაზე, რომ პოლიტიკა და ეკონომიკა უნდა გავმიჯნოთ და პრაგმატული მიზნებით ვიხელმძღვანელოთ, უნდა განვიხილოთ პოლიტიკურად უკიდურესად მცდარ ნაბიჯად, რადგან საქართველოს და სხვა სახელმწიფოების რუსეთთან ამგვარი ურთიერთობის მთელი ისტორია სწორედ საპირისპიროს ამტკიცებს.

ფაქტია, რომ თვითონ რუსეთს პოლიტიკა და ეკონომიკა არასოდეს გაუმიჯნავს ერთმანეთისგან და „კრემლი“ ეკონომიკურ და ენერგეტიკულ ბერკეტებს ყოველთვის იყენებდა პოლიტიკური ამოცანების მისაღწევად თუ შანტაჟის იარაღად. „გაზპრომთან“ ურთიერთობის მძიმე გაკვეთილებიდან გამომდინარე დღეს ევროპის სახელმწიფოები აქტიურად მუშაობენ და უზარმაზარ რესურსს ხარჯავენ გაზმომარაგების ალტერნატიული წყაროების მოძიებაზე. აღარაფერს ვამბობთ მეგობარი უკრაინის და საკუთარი ქვეყნის მწარე გამოცდილებაზე, რომელიც მძიმე დაღად დარჩა ჩვენს ეკონომიკაზეც და ჩვენი მოქალაქეების მეხსიერებაზეც“ - განახადა მანანა ნაჭყებიამ.

მისი თქმით, ხელისუფლებას უნარი უნდა შესწევდეს კიდევ უფრო ამტკიცებდეს ქვეყნის სუვერენიტეტს და არა პირიქით, თანდათან ზრდიდეს იმ ქვეყანაზე დამოკიდებულებას, რომელსაც ოკუპირებული აქვს მისი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი, ღიად ახორციელებს მისი ანექსიის მცდელობას და რომელთანაც გაწყვეტილი აქვს დიპლომატიური ურთიერთობა. ,,მითუმეტეს დაუშვებელია ასეთი მოლაპარაკებების ფარულად, საკუთარი ხალხის ზურგს უკან წარმოება.

ამ სიტუაციაში „ქართულ ოცნებას“ არ უნდა უკვირდეს, რომ მის მიერ გატარებული საგარეო პოლიტიკა ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნის დასავლური კურსის უალტერნატივობას და რომ საქართველო მართლაც თანდათან ქრება ამერიკის და ევროპის სახელმწიფოების რადარებიდან“ - აღნიშნა ნაჭყებიამ.

,,ახალი მემარჯვენეები“ მოუწოდებენ ხელისუფლებას, ხელი აიღოს საეჭვო და ქართული სახელმწიფოსათვის სახიფათო გარიგებებზე და გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომლებიც უზრუნველყოფს ქვეყნის რეალურ ენერგოდამოუკიდებლობას და არ დააზიანებს მის სტრატეგიულ ინტერესებს.

როგორც მანანა ნაჭყებიამ განაცხადა, ხელისუფლების ამგვარმა ქმედებამ შეიძლება დააზიანოს საქართველოსა და აზერბაიჯანს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ურთიერთხელსაყრელი კავშირები, მათ შორის ქვეყნის ენერგოუზრუნველყოფის სფეროში, და პრობლემები შექმნას სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42