"არსებობს ხაზი, რომლის გადაკვეთაც არ შეიძლება" - ამერიკელი ექსპერტი უგულავას საქმეზე
პოლიტიკა - 11:49, 10 Oct, 2015     1662

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მიღებულ რეზოლუციას, რომელიც საქართველოში წინასწარი პატიმრობის ფართოდ გამოყენებულ პრაქტიკას გმობს, ატლანტიკური საბჭოს ვიცე დირექტორი - დეიმონ ვილსონი "ამერიკის ხმასთან" აფასებს.

ვილსონის განცხადებით, კანონის უზენაესობას, სასამართლო სისტემის გამართულობას და ინსტიტუტების სწორ მუშაობას საქართველოს დასავლურ საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრებისთვის პრინციპული მნიშვნელობა ექნება.

„საქართველო ახლა გარდამავალ ეტაპზეა. ის პოსტ-საბჭოთა მემკვიდრეობიდან და თითქმის არშემდგარი სახელმწიფოდან იქცა ქვეყანად, რომელიც დასავლეთის კარებთან დგას, ნატოს კარებზე აკაკუნებს და აქვს წარმოუდგენლად მყარი კავშირები ევრო-კავშირთან და შეერთებულ შტატებთან. საქართველოში ახლა პოლიტიკური პროცესების და ინსტიტუტების მომწიფების პერიოდია. კანონის უზენაესობას, სასამართლო სისტემის გამართულობას და ინსტიტუტების სწორ მუშაობას საქართველოს დასავლურ საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრებისთვის პრინციპული მნიშვნელობა ექნება" - აღნიშნა დეიმონ ვილსონმა.

მისი თქმით, თბილისის ყოფილი მერის - გიგი უგულავას სასამართლო საქმე სწორედ ამ ინსტიტუტების გამართულობის ტესტია.

„მე არ ვიცი საქმის ყველა დეტალი, მაგრამ მნიშნელოვანია საქართველომ ამას თავი ისე გაართვას, რომ შეინარჩუნოს როგორც საერთაშორისო საზოგადოების სანდოობა, რომელიც ვითარებას აკვირდება, ასევე ქართველი ხალხის ნდობა. მწვავე პოლიტიკური დებატები ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში ხდება, მაგრამ არსებობს ხაზი, რომლის გადაკვეთაც არ შეიძლება. ამ ხაზის პოვნა გარდამავალი დემოკრატიებისთვის ყველაზე რთული მისიაა. ჩემი აზრით საქართველოში ახლა სწორედ ამ სირთულის მომსწრენი ვართ" - განმარტა ატლანტიკური საბჭოს ვიცე დირექტორმა "ამერიკის ხმასთან" საუბრისას.

მისი თქმით, სირთულეების მიუხედავად ქართული დემოკრატიის გრძელვადიანი განვითარების სჯერა, თუმცა მისი თქმით ამისთვის საჭირო წინაპირობები როგორიცაა კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადობის და პოლიტიკური ოპოზიციის გააზრება ადვილად მისაღწევი არ არის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42