ვიცე-პრერმიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე სულხან ზუმბურიძე, თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუ და საქართველოში „აზიის განვითარების ბანკის“ მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი იეშიმ ელჰან კაიალარი მარნეულის მუნიციპალიტეტში ახალი, 500 კვ ქვესადგურის „მარნეული-500“-ის მშენებლობის დაწყების ოფიციალურ ცერემონიას დაესწრნენ.
თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი „მარნეული-500“-ის ქვესადგური, 50 მილიონი ევროს ღირებულების „რეგიონალური ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტის“ ნაწილია. პროექტს აზიის განვითრების ბანკის დაფინანსებით (ADB), “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ახორცხიელებს.
„ - ჩვენ -ამ ქვეყნის მთავრობა და საზოგადოება ძალიან კარგად ვაცნობიერებთ საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას. ჩვენი და ჩვენი პარტნიორების, ჩვენი მეგობრების ერთობლივი მიზანია საქართველო გახდეს სანდო, სტაბილური და განვითარებული ქვეყანა, ეს ის მოცემულობაა რომელითაც დადებითი შედეგი დადგება ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც. საქართველოს მოსახლეობისთვისაც, მეზობლებისთვისაც და პარტნიორებისთვისაც.
საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრორიტეტია ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობა. ჩვენ გვაქვს დროში გაწერილი სტრატეგია ამ მიზნის შესასრულებლად და ეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის სულ მალე საოცნებო კი არა ხელშესახები რეალობა იქნება.“ - განაცხადა კახა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






