ტექნოლოგიური ინსტიტუტის და ადრონული თერაპიის მეგაპროექტი - შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში
პოლიტიკა - 17:33, 09 Oct, 2015     764
საქართველოს მთავრობა და საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნების სფეროში მსოფლიო დონის სამეცნიერო ინსტიტუტებთან ითანამშრომლებს-აღნიშნულ პროექტზე პრემიერ–მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ ადრონული თერაპიის პროექტის კომისიის სხდომაზე იმსჯელეს.

შეხვედრას ფონდ "ქართუს" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის CERN-ის სამეცნიერო დირექტორი სერჯიო ბერტოლუჩი, CERN-ის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის მრჩეველი ქრისტოფ შეფერი, იტალიის ონკოლოგიური ადრონული თერაპიის ეროვნული ცენტრის გენერალური მენეჯერი სანდრო როსი და ბირთვული ფიზიკის ეროვნული ინსტიტუტის პრეზიდენტი ფერნანდო ფერონი დაესწრნენ.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა სხდომის დასაწყისში მადლობა გადაუხადა ფონდ "ქართუს" დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს, რომლის ინიციატივით და დაფინასებით ხორციელდება ტექნოლოგიური ინსტიტუტის და ადრონული თერაპიის მეგაპროექტი. ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ 500 მილიონ ევროდ ღირებული პროექტი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია.
„დღეს არის მორიგი კომისიის სხდომა. პირველ რიგში მინდა გამოვყო ბიძინა ივანიშვილის როლი ამ საქმეში, როგორც ინიციატორის და ასევე გია დვალის წვლილი არის მნიშვნელოვანი. ბატონი ბიძინას ინიციატივა იყო ამ საქმის წამოწყება საქართველოში და პროექტს მთლიანად დააფინანსებს ბიძინა ივანიშვილი და მისი ფონდი „ქართუ“. ამ ორი პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს ნახევარ მილიარდს და მჯერა, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის,“–განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.
ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, ქართული მხარე ყველაფერს გააკეთებს და მაქსიმალურად გამოიყენებს წამყვანი მეცნიერების შესაძლებლობებს, რათა საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების ცენტრი დაფუძნდეს.
„ორ წელიწადზე მეტია, რაც მე და გია დვალი ამ პროექტით ვართ დაინტერესებულნი. მინდა მადლობა გადავუხადო გიას. ინიციტივა ჩემი იყო, დავუკავშირდი გიას და მისგან მივიღე ძალიან დიდი მხარდაჭერა და სურვილი, რომ საქართველოში შეიქმნას ასეთი სამეცნიერო ცენტრი. თემურ ლომთაძემ მიიღო დიდი მონაწილეობა, ის აქტიურად არის ჩართული პროექტში, ისევე როგორც ჩვენი გუნდი. რა თქმა უნდა, მადლობა ჩამობრძანებისთვის ჩვენს სტუმრებს. თქვენი სტუმრობა საქართველოში ჩვენთვის დიდი პატივია და იმედი მაქვს, რომ თქვენი მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ ამ პროექტის განხორციელებას. ჩვენი მხრივ, ქართული მხარე ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ თქვენი შესაძლებლობები , რათა საქართველოში მსგავსი ცენტრი დაფუძნდეს,“–აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
საქართველოს მთავრობა და საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, ტექნოლოგიური ინსტიტუტის და ადრონული თერაპიის მეგაპროექტის გარშემო თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნებისა და განვითარების სფეროში, ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციასთან (CERN), იტალიის ონკოლოგიური ადრონული თერაპიის ეროვნულ ცენტრსა (CNAO) და იტალიის ბირთვული ფიზიკის ეროვნულ ინსტიტუტთან (INFN) ითანამშრომლებს. CERN, CNAO, INFN ქართულ მხარეს ექპერიმენტული კვლევითი ბაზის მშენებლობისა და ფუნქციონირების საქმეში მიღებულ გამოცდილებასა და ცოდნას გაუზიარებენ; აღნიშნული ორგანიზაციები ქართულ მხარეს გადასცემენ ტექნოლოგიური ინსტიტუტის სამეცნიერო-ტექნიკური ბაზის საპროექტო დოკუმენტაციას, ასევე გამოყოფენ სათანადო გამოცდილების მქონე ექსპერტებს, რათა ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა ფუნქციონირება ეფექტურად დაიწყოს. მხარეები ითანამშრომლებენ სტუდენტების და მკვლევარების მომზადების, ერთობლივი პროგრამებისა და პროექტების შემუშავებაში.
საქართველოს მთავრობამ, საკანონმდებლო ინიციატივის სახით, პარლამენტში შეიტანა "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნოლოგიური ინსტიტუტის და ადრონული თერაპიის მეგაპროექტის გარშემო თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის შექმნის შესახებ" კანონპროექტი, რომლის საფუძველზე ტექნოლოგიური ინსტიტუტი და ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრი უნდა დაფუძნდეს.
ტექნოლოგიური უნივერსიტეტის და ადრონული თერაპიის თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნების ინიციატივა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. ტექნოლოგიურ უნივერსიტეტსა და სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრს თბილისში ფონდი „ქართუ“ ააშენებს. ამ ორი პროექტის ჯამური ღირებულება საორიენტაციოდ ნახევარ მილიარდ ევროს შეადგენს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42