„თუ ივანიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ქონებას ყიდულობს, ის პუტინთან შეკრული უნდა იყოს“
პოლიტიკა - 17:21, 09 Oct, 2015     4886
სოხუმში უცხოელებისათვის აფხაზეთის უძრავი ქონების ბაზრის გახსნის თემის ირგვლივ ვნებათაღელვა არ ცხრება.

აფხაზურ მედიაში კი აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს ექს-პრემიერი მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენას გეგმავს.

საზოგადოების ნაწილი რუსეთის მოქალაქეებისათვის უძრავი ქონების გაყიდვაზე შეზღუდვების მოხსნის წინააღმდეგ გამოდის. მათი თქმით, ამ ქმედებით შესაძლოა ისარგებლონ რუსეთის მოქალაქე ეთნიკურმა ქართველებმა და აფხაზეთში უძრავი ქონება შეიძინონ. ამავე კონტექსტში აფხაზი მეცნიერები ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ინტერესებზეც საუბრობენ. მათი ინფორმაციით, ივანიშვილმა შექმნა ფონდი, რომელიც აფხაზეთში უძრავი ქონების მასობრივი შესყიდვით არის დაინტერესებული.

რუსეთის მოქალაქეებისთვის ქონების შესყიდვაზე შეზღუდვების მოხსნის მომხრეა დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატი სერგეი შამბა. როგორც შამბამ sukhum-moscow.ru-ს განუცხადა აფხაზეთის განვითარებისთვის უძრავი ქონების ბაზრის გახსნა აუცილებელია, ქართველების მხრიდან ქონების შეძენის თავიდან ასაცილებლად კი სპეციალური თავდაცვის მექანიზმის შემუშავებაა საჭირო.

„აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ ქართველებს განსაკუთრებული ინტერესი ჰქონდეთ, თუმცა ამის კონტროლი შესაძლებელია. არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაცამ, ოდესმე მსგავს აქციას გაუწიოს ორგანიზება. მაგრამ მე არ მესმის, როგორ შეიძენს ვინმე ქართველი აფხაზეთში ქონებას. რაში გამოიყენებს? ჩამოვა და დაისვენებს აქ თუ იცხოვრებს? თუ ეს პროგრამა ნამდვილად არსებობს, მისი განხორციელება არარეალურია . ქართველებმა იარაღით ხელში ვერ შეძლეს აქ გამაგრება და როგორ შეძლებენ აქ საცხოვრებლად ჩამოსვლას იარაღის გარეშე?“- განაცხადა შამბამ.

მისივე თქმით, დიდი ხანია არსებობს ჩრდილოვანი ბაზარი, სადაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ბინები იყიდება და იყიდება მიწებიც, რაც კონსტიტუციით აკრძალულია.

„საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ (GIPA) პროფესორი, ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე „ნიუპოსტთან“ აცხადებს, რომ „თუ ბიძინა ივანიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ქონებას ყიდულობს, მაშინ, ის პირადად უნდა იყოს შეკრული ვლადიმერ პუტინთან“.

„რა მექანიზმებით უნდა შეიძინოს ბიძინა ივანიშვილმა აფხაზეთში ქონება, როცა ამას რუსებიც კი ვერ აკეთებენ ასე მარტივად - ისინი შენაძენს ვერ იფორმებენ. თუ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი დაინტერესებულია ოკუპირებულ აფხაზეთში ქონების ყიდით, მაშინ, ბიძინა ივანიშვილი პირადად შეკრულია პუტინთან და იქიდან ყიდულობს.

ჩემი აზრით, ეს ვარიანტი და ზოგადად ინფორმაცია ჭორია. თუ ივანიშვილი ნამდვილად ყიდულობს, იქ ქონებას ეგ მის აღიარებას ნიშნავს. მაგრამ, თუ მთელი აფხაზეთი იყიდა და ჯიბეში ჩაიდო, შეიძლება ეს კარგიც იყოს, ხომ? თუმცა, არა მგონია, ეს მოხდეს“- აცხადებს ექსპერტი.

აფხაზეთის უშიშროების ექსმინისტრი ლევან კიკნაძე ამბობს, რომ აფხაზებს დემოგრაფიული შიში აქვთ.

„ისინი საჯაროდ ვერ საუბრობენ რუსებზე, ამიტომაც მხოლოდ ქართველებისკენ იშვერენ ხელს. ამ კანონის მიღებას აფხაზებს კრემლი აძალებთ, რადგან ძალიან ბევრმა რუსმა შავ ბაზარზე იყიდა უძრავი ქონება, მაგრამ რადგანაც გაფორმების უფლება არ ჰქონდათ, აფხაზებზე გააფორმეს, აფხაზებმა კი ეს გაყიდული ქონება წაართვეს.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, ივანიშვილმა ფონდი რომ შექმნას და რუსეთის მოქალაქე ქართველებმა აფხაზეთში ქონება იყიდონ, ეს რა თქმა უნდა, დადებითი მოვლენა იქნება. მართალია, ახლა ვერავინ ვერ შევა, მაგრამ ჩვენ არ ვიცით რა იქნება მომავალში. შესაძლოა, მოვიდეს დრო და ახალგაზრდა აფხაზებისათვის მომავალში ქართველი არ იყოს მტრად აღქმული" - ამბობს კიკნაძე.

„ივანიშვილის „2030“–ის კონსულტანტი ეკონომიკურ საკითხებში, ლევან კალანდაძე ივანიშვილის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ქონების ყიდვის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

„მე არც კი მსმენია, რომ მსგავსი რაიმე პროექტი არსებობდეს, თუმცა არ გამოვრიცხავ მის არსებობასაც. ზოგადად საუბარი შეიძლება ყველანაირ გეგმაზე, მთავარია, ჰიპოთეტურად რას შეიძლება ემსახურებოდეს ეს გეგმა და რა მიზნებს ისახავს. ამ გეგმების რეალურობის საკითხი დამოკიდებულია ამ გეგმის კონტექსტზე. მაგრამ ქართველ ინვესტორს პრობლემა აქვს იმ თვალსაზრისით, რომ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ასეთი საკითხების ლიმიტირებას ახდენს. აქედან გამომდინარე, ქართველი ინვესტორი ფიზიკურად ვერ განახორციელებს ამას.

აფხაზეთის ტერიტორიაზე ინვესიტიის განხორციელება დიდ რისკებთან არის დაკავშირებული. ეს არის საომარი, კონფლიქტური ზონა და ასევე ქონების შენარჩუნების ინტერსის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს“ - აღნიშნა კალანდაძემ.

დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42