საქართველოს ცნობილი ეკონომისტი სიმეონ ჯანკოვი ეწვევა
პოლიტიკა - 16:56, 09 Oct, 2015     1286

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით 2015 წლის 15-16 ოქტომბერს ქ. თბილისში პირველად ჩატარდება „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“. მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს არაერთი წარმატებული პოლიტიკოსი, საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი და ბიზნესმენი. ფორუმში მონაწილეობის მისაღებად თბილისს ასევე მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტი, ბულგარეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი,სიმეონ ჯანკოვი ეწვევა.

სიმეონ ჯანკოვი 15 ოქტომბერს მონაწილეობას მიიღებს პანელში „აბრეშუმის გზის აღორძინება - ახალი შესაძლებლობები სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად“, როგორც პანელის მოდერატორი.

სიმეონ ჯანკოვი 2009-2013 წლებში ბულგარეთის ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი იყო. ამ თანამდებობებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების ფარგლებში, იგი წარმოადგენდა ბულგარეთს ბრიუსელში ევროპის ფინანსთა მინისტრების შეხვედრებზე. მთავრობაში დანიშვნამდე, ის 14 წლის განმავლობაში მუშაობდა მსოფლიო ბანკში უფროსი ეკონომისტისა და კერძო სექტორის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე. მსოფლიო ბანკში მისი მუშაობის მიმართულებები იყო ჩრდილოეთ აფრიკაში რეგიონალური სავაჭრო შეთანხმებები, გარდამავალ ეკონომიკებში საწარმოთა რესტრუქტურიზაცია და პრივატიზება, აღმოსავლეთ აზიაში კორპორაციული მმართველობა და საკანონმდებლო ცვლილებები მთელ მსოფლიოში.

სიმეონ ჯანკოვი მსოფლიო ბანკის რეიტინგის - Doing Business -ის თანაავტორია,საქმიანობას ეწევა ლონდონის ეკონომიკურ სკოლაში. მას ეკუთვნის ისეთი ნაშრომი, როგორიცაა „ევროპის კრიზისი შიგნიდან: თვითმხილველის ანგარიში“ (2014), ასევე „დიდებული გარდასახვა: კაპიტალიზმის კომუნიზმზე გამარჯვების გაკვეთილების“ თანარედაქტორია.

2013-2015 წლებში ს. ჯანკოვი მოსკოვის ახალი ეკონომიკური სკოლის რექტორი იყო, 2004-2009 წლებში - „შედარებითი ეკონომიკის ჟურნალის“ რედაქტორი, ხოლო 2012-2013 წლებში - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის(EBRD) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. სიმეონ ჯანკოვი ასევე არის მსოფლიო ბანკის მრჩეველთა საბჭოს წევრი, გამოცემული აქვს 70-ზე მეტი სტატია პროფესიულ ჟურნალებში.

დოქტორის ხარისხი სიმეონ ჯანკოვს მიჩიგანის უნივერსიტეტის მიერ 1997 წელსმიენიჭა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42