„გაზპრომი და სოკარი საქართველოსთვის გაზის ომს იწყებენ“- აზერბაიჯანული მედია
პოლიტიკა - 15:29, 09 Oct, 2015     2852
საქართველოში რუსული გაზის რესურსის გაზრდის შესახებ ვიცე პრემიერ კახა კალაძის განცხადებას აზერბაიჯანული მედია ეხმაურება. ამ თემასთან დაკავშირებით აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო haqqin.az-ი სტატიას აქვეყნებს სათაურით: „გაზპრომი და სოკარი საქართველოსთვის გაზის ომს იწყებენ“.

სტატიაში მიმოხილულია ის პირობები, რა პირობებითაც საქართველო აზერბაიჯანიდან გაზს იღებს. გამოცემა საქსტატზე დაყრდნობით წერს, რომ აზერბაიჯანული გაზის ფასი საქართველოსთვის იმაზე ნაკლებია, ვიდრე ის შეღავათიანი ფასი, რომელსაც რუსეთს სომხეთი გაზის მიწოდებისთვის უხდის.

„ენერგეტიკის მინისტრის განცხადება ფაქტიურად საქართველოს გაზის ბაზრისთვის „გაზპრომსა“ და „სოკარს“ შორის ახალი ბრძოლის დაწყებას ნიშნავს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბუნებრივი აირის ბაზრის 90% სოკარს უკავია, როგორც ჩანს საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, წერტილი დაუსვას აზერბაიჯანის მონოპოლიას გაზის სფეროში“- აღნიშნავს გამოცემა.

haqqin.az-ი ასევე ხაზს უსვამს იმ ფაქტსაც, რომ „გაზპრომის“ ერთერთი მსხვილი კერძო აქციონერი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრია. ბიძინა ივანიშვილი „გაზპრომის“ აქციების 1 %-ს აკონტროლებს.

შეგახსენებთ, კახა კალაძესა და “გაზპრომის” მმართველ ალექსეი მილერს შორის შეხვედრა პარასკევს, 25 სექტემბერს შედგა. როგორც “გაზპრომის” ოფიციალურ საიტზეა განცხადებული, შეხვედრა ბრიუსელში გაიმართა და ეს იყო სამუშაო შეხვედრა, რომელზეც საქართველოსთვის რუსული ბუნებრივი აირის მიწოდებისა და ასევე საქართველოს გავლით მისი მესამე ქვეყანაში ტრანზიტის საკითხები განიხილეს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ „გაზპრომის“ და კახი კალაძის შეხვედრა უახლოეს პერიოდში ისევ გაიმართება. როგორ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი ამბობს, ის მიესალმება თუ "გაზპრომიდან" საქართველოს კომერციულად გამართლებული შემოთავაზება ექნება





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42