ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი მიესალმება თუ "გაზპრომიდან" საქართველოს კომერციულად გამართლებული შემოთავაზება ექნება.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
რაც შეეხება კითხვას, თუ რამდენად სანდო პარტნიორია რუსეთი, ელოშვილი ამბობს, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის იმპორტის 99% რუსეთიდან ხორციელდებოდა.
„რაც შეეხება "გაზპრომთან" დაკავშირებულ საკითხს ერთმანეთისგან გავმიჯნოთ პოლიტიკა და ეკონომიკა. მთავარია, რომ ჩვენ დივერსიფიცირებული ვართ სხვადასხვა მომწოდებლის მხრივ ანუ გვაქვს როგორც საკუთარი ტრანზიტული რესურსები, ასევე გვყავს სტრატეგიული პარტნიორი აზერბაიჯანი.თუმცა თუ "გაზპრომიდან" იქნება კომერციულად გამართლებული შემოთავაზება, რაც ჩვენს ეკონომიკას წაადგება და არ დააზიანებს ჩვენს გრძელვადიან სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას ეს მისასალმებელია“, - ამბობს ელოშვილი.
შეგახსენებთ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით უახლოეს პერიოდში კახი კალაძის და „გაზპრომის“ წარმომადგენლების შეხვედრა იგეგმება.
მასალის გამოყენების პირობები






