„ბოლო წლების განმავლობაში დაკავებული ვიყავი ანალიტიკური საქმიანობით სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრში, რაც გულისხმობდა იმას, რომ მიწევდა და ვმონაწილეობდი სხვადასხვა ღონისძიებებში. შესაბამისად ასევე ვურთიერთობდი სხვადასხვა პოზიციის, ზოგჯერ ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი პოზიციის მქონე ადამიანებთან. ასევე ვმონაწილეობდი სომხეთში გამართულ ღონისძიებაში, რომელიც ეძღვნებოდა პოსტსაბჭოთა სივრცეში ინტეგრაციულ პროექტებს და ჩემი მოხსენება ეხებოდა ევროპული არჩევანის უალტერნატივობას. რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს ამ ფორმაციის რუსეთის ფედერაციასთან , მე მგონია რომ საქართველოს ურთიერთობის მოწესრიგება არის შეუძლებელი, თუმცა ასევე ვადასტურებ, რომ დიალოგის პროცესში ვიყავი ჩართული და მიმაჩნია რომ დიალოგი არის შესაძლებლობა იმისა, რომ რუსეთიდან მომავალი საფრთხეების ნეიტრალიზება მოხერხდეს. და ბოლოს მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს გაფორმებული ურთიერთობა ბრიტანეთში დაფუძნებულ საკონსულტაციო ორგანიზაციასთან, რომელიც 26 ოქტომბერს ჩამოვა საქართველოში და ჩვენ მათთან ერთად დავიწყებთ ევროპული ტიპის საინფორმაციო სამსახურის ჩამოყალიბებას, რაც მოგვცემს მიუკერძოებელი და ობიექტური საინფორმაციო წარმოების გარანტიას.“- განაცხადა გვიმრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






