საქართველოს შეიხი ნაჰაიან მაბარაკ ალ-ნაჰაიანი ეწვევა
პოლიტიკა - 13:43, 09 Oct, 2015     1751

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით 2015 წლის 15-16 ოქტომბერს თბილისში პირველად ჩატარდება „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“. მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს არაერთი წარმატებული პოლიტიკოსი, საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი და ბიზნესმენი. ფორუმში მონაწილეობის მისაღებად თბილისს ასევე მისი აღმატებულება შეიხი ნაჰაიან მაბარაკ ალ-ნაჰაიანი, არაბთა გაერთიანებული საემიროების კულტურის, ახალგაზრდობისა და სოციალური განვითარების მინისტრი ეწვევა.

მისი აღმატებულება შეიხი ნაჰაიან მაბარაკ ალ-ნაჰაიანი 15 ოქტომბერს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნის ცერემონიალში მიიღებს მონაწილეობას და სიტყვით გამოვა.

მისი აღმატებულება შეიხი ნაჰაიანი ფედერალურ მთვრობას 1990 წელს შეუერთდა უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების მინისტრის პოსტზე. 2013 წლის მარტში ის კულტურის, ახალგაზრდობისა და სოციალური განვითარების მინისტრად დაინიშნა. მინისტრის პოზიციის გარდა, მისი აღმატებულება შეიხი ნაჰაიანი ასევე იყო არაბთა გაერთიანებული საემიროების უნივერსიტეტის კანცლერი (1983-2013), ტექნოლოგიების უმაღლესი კოლეჯების კანცლერი (1998-2013) და ზაიადის უნივერსიტეტის პრეზიდენტი (1998-2013). ამჟამად ის ახალგაზრდობისა და სპორტის გენერალური დირექტორატის პრეზიდენტი (2013 წლიდან) და ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტია (2013 წლიდან). შეიხი ნაჰაიანი ასევე არის სპეციალური საჭიროებების მქონე სტუდენტებისთვის განკუთვნილი აბუ-დაბიში მდებარე მომავლის ცენტრის პრეზიდენტი.

განათლება შეიხმა დიდ ბრიტანეთში მიიღო, დაამთავრა მილფილდის სკოლა და ოქსფორდის უნივერისტეტის მაგდალენის კოლეჯი. შეიხი ნაჰაიანი აქტიურად ხელმძღვანელობს და მხარს უჭერს მრავალ ჯგუფს, კლუბსა და ასოციაციას. ის თავმჯდომარეობს და პატრონაჟს უწევს 100-ზე მეტ ყოველწლიურ კონფერენციასა და სიმპოზიუმს, რომლებიც არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, რეგიონსა და მთლიანად მსოფლიოში აქტუალურ საკითხებს ეძღვნება.

შეიხი ნაჰაიანი მრავალი ეროვნული და საერთაშორისო პრემიისა და ჯილდოს მფლობელია, მათ შორის მისი უდიდებულესობა ომანის სულთან ყაბოოს მიერ მინიჭებული ომანის სამოქალაქო ორდენ; ჰილალ-ი-პაკისტან, რომელიც მას პაკისტანის მთავრობამ გადასცა; ორგანიზაცია TESOL-ის მიერ მინიჭებული Global Advocacy Recognition Award; ჰამდან ბინ რაშიდის პრიზი ნომინაციაში „წლის გამორჩეული პირი განათლების სფეროში“ და, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტების მიერ მინიჭებული საპატიო ხარისხი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42