აღნინულ საკითხთან დაკავშირებით სკანდალში საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ახლადდანიშნული უფროსი გაეხვა. როგორც აღმოჩნდა გიორგი გვიმრაძეს კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერ ორგანიზაციებთან არცთუ გულგრილი დამოკიდებულება აკავშირებს და მათთან ერთად უკვე რამდენიმე შეხვედრასაც დაესწრო. როგორც ირკვევა 2014 წელს გვიმრაძე „ევრაზიული არჩევანის“ ლიდერთან არჩილ ჭყოიძესთან ერთად ევრაზიული კავშირის მიერ ორგანიზებულ კონფერენციასაც დაესწრო და ევრაზიული კავშირის იდეოლოგებისგან კავშირის პროპაგანდის „თხოვნაც“ მიიღო.
2013 წელს რუს პოლიტიკოსებთან და დიპლომატებთან შეხვედრაზე, გვიმრაძის წარმოთქმულ სიტყვას კონფერენციაზე მონაწილეები ტაშით შეხვდნენ. გვიმრაძე ნატოსთან ინტერგრაციის ფონზე რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას შეუძლებლად მიიჩნია და იმედი გამოთქვა რომ პროდასავლური სკეპტიკების პესიმიზმის მიუხედავად რუსეთთან ურთიერთობა სწრაფად დალაგდება.
„ხელისუფლებამ ახალი მიზანი დაისახა, ააწყოს ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან, სკეპტიკოსები ამტკიცებენ, რომ ნატოსთან ინტერგრაციის ფონზე რუსეთთან ურთიერთობების დალაგება შეუძლებელია. მეც ასე ვფიქრობ, ამიტომაც საქართველოს ხელისუფლებამ დანიშნა სპეციალური წარმომადგენელი ბატონი ზურაბ აბაშიძის სახით, ამიტომ მე იმედი მაქვს რომ რუსეთთან ურთიერთობები უფრო სწრაფად დალაგდება ვიდრე ამას პროდასავლური სკეპტიკები წინასწარმეტყველებენ“ - ციტატა გვიმრაძის გამოსვლიდან.
აღნიშულ ფაქტებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, გიორგი გვიმრაძე დღეს 14:00 საათზე განმარტების გაკეთებას აპირებს.
კრემლი საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში მხარდამჭერების დასაქმებას ადრეც ცდილობდა 2012 წლის ივნისში საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობას „ევრაზიული არჩევანის“ ლიდერი არჩილ ჭყოიძე აპირებდა.
ამასთანავე როგორც გიორგი გვიმრაძის ფეისბუკექაუნთიდან ჩანს ის "ოცნების" გულმხურვალე მხარდამჭერიცაა და 2012 წლის არჩევნებზე თანამოაზრეებს საკუთარი კალმებით წასვლას ურჩევდა.

მასალის გამოყენების პირობები






