გიორგი კვირიკაშვილი ბელგიელ კოლეგას შეხვდა
პოლიტიკა - 11:50, 09 Oct, 2015     980

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დიდიე რეინდერთან შეხვედრისას, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარება და საქართველოში ბიზნესმენთა სავაჭრო მისიის ვიზიტის მომზადების საკითხები განიხილეს.

„ეს იქნება ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც, პოლიტიკური საკითხების გარდა, ყურადღება დაეთმობა ვაჭრობის განვითარებას, ინვესტიციების წახალისებას, ორ ქვეყანას შორის ორმხრივ ურთიერთობებს, ეს იქნება ღია დიალოგი მთელ რიგ თემებზე, მათ შორის ეფექტიან მმართველობაზე“ - განაცხადა დიდიე რეინდერმა.

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ. „ბელგია ხელს შეუწობს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას და პარტნიორობას გაუწევს მას ამ პროცესში. იგივე მიდგომა გვაქვს ნატოსთან მიმართებაშიც. ჩვენ უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ და არც ერთი წუთით არ უნდა შევაჩეროთ სვლა ამ მიმართულებით.“- აღნიშნა მან.

დიდიე რეინდერმა მკაფიოდ გამოხატა ბელგიის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და დასძინა, რომ „ევროკავშირის ყველა სხვა წევრი სახელმწიფო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას. ჩვენ ამის შესახებ გამუდმებით უნდა ვიმეოროთ და თავიდან ავირიდოთ ყველანაირი შესაძლებლობა, რაც საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“.

შეხვედრაზე, რომელიც საქართველოსა და ბელგიის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებს შორის გაიმართა, ყურადღება გამახვილდა ისეთ საერთაშორისო გამოწვევებზე, როგორიცაა უკრაინასა და სირიაში არსებული კონფლიქტები და რუსეთის როლი აღნიშნულ კონფლიქტებში. „მე მომხრე ვარ ამგვარი კონტაქტების, ღია დიალოგის, ეს სირთულეების გადაჭრის ერთადერთი გზაა, მათ შორის საქართველოშიც, ჩვენ პოლიტიკურ, და არა სამხედრო არენაზე ვართ, ამიტომ, თუ შეგვწევს ძალა ხელი შევუწყოთ სიტუაციის სტაბილიზაციას, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვის“ -განაცხადა ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42