საპატიო ელჩის სტატუსი მიზნად ისახავს ქვეყანაში საზღვაო დარგის პოპულარიზაციას და საზღვაო სფეროდან ქვეყნისთვის სარგებლის მიღების მნიშვნელობის ხაზგასმას.
აღნიშნული ფაქტი ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის წარმოჩინებას საერთაშორისო დონეზე, მის პოპულარიზაციას მსოფლიო მასშტაბით და უკვე გაწეული და მომავალში გასაწევი რეფორმებისადმი საერთაშორისო საზღვაო საზოგადოების ნდობის ამაღლებას.
საქართველოს საზღვო უწყება მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელებს რეფორმებს რაც ხელს შეუწყობს დარგის მოდერნიზაციის პროცესს და საქართველოს საზღვაო სერვისების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას საერთაშორისო დონეზე. ეჩლის სტატუსით დაჯილდოების ცერემონია გაიმართა საქართველოს დელეგაციის სამუშაო ვიზიტისას 30 სექტემბერს, ლონდონში, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის შტაბბინაში.
მასალის გამოყენების პირობები






