გიორგი გვიჩიანი და ნიკა ჩემია პრეზიდენტს მიმართავენ
პოლიტიკა - 11:36, 09 Oct, 2015     1880

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის # 8 დაწესებულებაში მყოფი პატიმრები გიორგი გვიჩიანი და ნიკა ჩემია საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ.

ისინი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ და გიორგი მარგველაშვილს ლეგიტიმური ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ, რომელიც გვიჩიანის და ჩემის თქმით, რეალურს გახდის მათი დარღვეული უფლებების კონსტიტუციური დაცვის გარანტიებს.

"ჩვენ, ორი უდანაშაულო ადამიანი უკვე ათი წელია უკანონოდ ვიხდით სასჯელს საკმაოდ გახმაურებული მკვლელობის საქმეზე ("ეი ეს თელასის " ფინანსური დირექტორის–ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობის ფაქტზე);

სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში მონაწილე ყველა პროკურორმა და მოსამართლემ იცოდა ჩვენი უდანაშაულობის თაობაზე, მაინც ვერ დაძლიეს ხელისუფლების დაკვეთით მიმდინარე ზეგავლენა და მტკიცებულებებისა და დასაბუთების გარეშე მიიღეს უკანონო გადაწყვეტილებები; ჩვენ მაინც იმედი გვქონდა, რომ პრეზიდენტი გაითვალისწინებდა წარსულის ყველა მანკიერ გარემოებებს და შეეცდებოდა სამართლიანობის აღდგენას და ამ მოტივით გამოცემდა შეწყალების აქტს, რითაც ჩვენი უკანონო პატიმრობა შეწყდებოდა, მაგრამ ეს იმედიც უშედეგოდ ამოიწურა; ამ ეტაპზე, ჩვენ შეტანილი გვაქვს შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ახლად გამოვლენილი გარემოებების გამო მოვითხოვთ განაჩენის გადასინჯვას, მაგრამ ამდენი უსამართლობისაგან იმედგაცრუებულნი კვლავ არა ვართ დარწმუნებული, რომ წინ სამართლიანი სასამართლო გველოდება;

ბატონო პრეზიდენტო!

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, თქვენ ბრძანდებით ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების უზენაესი ფასეულობების დამცველი და კონსტიტუციური გარანტი, თუმცა მოქმედი კანონმდებლობით სასამართლო ხელისუფლების უკანონობაზე არ ხორციელდება სახელმწიფო კონტროლი, რის გამოც კონსტიტუციური გარანტიები მხოლოდ დეკლარირებულ შინაარსს იძენს და ფაქტიურად მისი სამართლებრივი უზრუნველყოფა შეუძლებელია; ჩვენი ბრალდების საქმეც სწორედ ამ რეალობის კლასიკური მაგალითია, ვინაიდან იგი არის დაინტერესებულ პირთა მიერ ფაბრიკაციული წარმოების სისხლის სამართლებრივი დევნა, რომელსაც არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძვლები არ გააჩნია; არადა, სწორედ მართლმსაჯულება უნდა იყოს სამართლიანი სასამართლოს გარანტი, რომელიც წინა ხელისუფლების მმართველობის ხანაში გადაქცეული იყო პოლიტიკური თუ პირადი ინტერესებისა და დირექტივების განმახორციელებელ უსამართლობის სახელმწიფო მანქანად; ამ ეტაპზე საქართველო თავისუფალია მოძალადე და ბოროტმოქმედი ხელისუფლებისაგან, მაგრამ ამ სახელმწიფო მანქანის ნაწილები კვლავ შენარჩუნებულია და აგრძელებს უსამართლობის (ანუ თავიანი ნამოქმედარის გამართლების) ლობისტურ ფუნქციას; ამის მიზეზი ალბათ უფრო ის იყო, რომ პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება არ მიეცა იმ პროკურორთა და მოსამართლეთა კორპუსის უნდობლობის საკითხს, რომლებიც უყოყმანოდ და წარბშეუხრელად ასრულებდნენ ხელისუფლების დაკვეთას და საქართველოს სახელით უმკაცრესად სჯიდნენ ათიათასობით უდანაშაულო ადამიანს; აქედან გამომდინარე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მხოლოდ პრეზიდენტია უფლებამოსილი ქვეყნისა და სახელმწიფოს სახელით აღიმაღლოს ხმა და ხალხს მისცეს სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების რეალური გარანტიები, თუნდაც მის მიერ დანიშნული და პარლამენტში დამტკიცებული უზენმაესი სასამართლოს წევრების გამოწვევამდე;

ბატონო პრეზიდენტო!

მართალია, სასამართლოთა საქმიანობის კანონიერებაზე სახელმწიფო კონტროლი არ არსებობს, მაგრამ არსებობს ქართული საზოგადოება, რომელიც არის პირუთვნელი და გააჩნია აბსოლუტურად უარყოფითი აზრი სამართლიანი მართლმსაჯულების თაობაზე; მხოლოდ მოსამართლეთა მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები ქმნიან სასამართლოს ავტორიტეტს და არა ხელისუფლების ქება–დიდება, ამიტომ ვიდრე ძველი კორპუსის შემადგენლობა აგრძელებს ქვეყანაში მართლმსაჯულებას, მანამდე არც ერთ მოქალაქეს არ ექნება საკუთარი კანონიერი უფლებების კონსტიტუციური გარანტია და შესაბამისად პრეზიდენტიც უძლური აღმოჩნდება; სასამართლო პრაქტიკის შედარებითი ანალიზიც ცხადყოფს თუ როგორი ავტორიტეტი აქვს ქართულ მართლმსაჯულებას, კერძოდ, თვით საბჭოთა იმპერიის ყველაზე სისხლიან ხანად მიჩნეულ 37–იან წლებში, გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა 7–დან 10 პროცენტამდე ფიქსირდებოდა, ეს მაჩვენებელი თანამედროვე ევროპაში 35 პროცენტია, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში კი 50 პროცენტია; თუ ამ მაჩვენებლებს შევადარებთ ქართულ მართლმსაჯულებას სირცხვილი დაგეუფლებათ, ვინაიდან დღევანდელი მონაცემებით გამამართლებელ განაჩენთა რაოდენბობა 2 პროცენტს არ აღემატება; აქედან გამომდინარე, ამ ციფრების მქონე სახელმწიფოში ზედმეტია კომენტარი სასამართლიანი სასამართლოს არსებობაზე და ადამიანის უფლებათა დაცვის კონსტიტუციურ გარანტიებზე; მიუხედავად ასეთი არასახარბიელო ვითარებისა, თქვენ მაინც რჩებით იმედის მომცემად, რომ სასამართლოებს სისტემატიურად მოუწოდოთ, პირადად დააკვირდეთ მიმდინარე პროცესებს, გააგზავნოთ თქვენი წარმომადგენლები როგორც საეჭვო საფუძვლებზე დაპატიმრებულ პირებთან შესახვედრად, ასევე სასამართლო პროცესებზე და დარწუნებული ვარ, რომ თავად შეგექმნებათ უშუალო წარმოდგენა არსებულ ვითარებაზე და ამ ფაქტორსაც უფრო დიდი ზემოქმედებითი გავლენა ექნება პროკურორებისა და მოსამართლეთა უკანონობის აღსაკვეთად;

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, უკანონოდ გასამართლებულ უდანაშაულო პატიმართა სახელით მოგმართავთ, რათა მიიღოთ ისეთი ლეგიტიმური ზომები, რომლებიც რეალურს გახდის ჩვენი დარღვეული უფლებების კონსტიტუციური დაცვის გარანტიებს და თქვენც ღირსეულად წარსდგებით ხვალინდელი საქართველოსა და მომავალი თაობების წინაშე", - ნათქვამია პრეზიდენტისადმი გიორგი გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას ერთობლივ მიმართვაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42