ნატოს გენერალური მდივნისთვის საქართველო ერთ-ერთი პრიორიტეტული ქვეყანაა- ხიდაშელი
პოლიტიკა - 11:11, 09 Oct, 2015     1093
ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან თინათინ ხიდაშელმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაზე და ერთობლივ შესრულებაზე ისაუბრა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოელ პარტნიორებს იმ მიღწეულ შედეგებზეც მიაწოდა ინფორმაცია, რომელსაც საქართველომ არსებითი პაკეტის მიღების შემდეგ მიაღწია. თინათინ ხიდაშელმა ხაზი გაუსვა იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დეკემბრის მინისტერიალის და ვარშავის სამიტის პოლიტიკური შედეგები.

„გენერალური მდივნის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები გაკეთდა. ვფიქრობ, ვისაც ობიექტურობა ოდნავ მაინც აქვს შერჩენილი, ყველა ძალიან კარგად დაინახავს, როგორ არის გამქრალი საქართველო ნატოს რადარიდან. როდესაც იენს სტოლტენბერგი ნატოს მინისტერიალის პრესკონფერენციაზე თავის შესავალ სიტყვაში საქართველოზე საუბრობს და ორჯერ ახსენებს ჩვენს ქვეყანას, ეს, ჩემი აზრით, ბევრ რამეს უსვამს ხაზს. პირველ რიგში ეს მიუთითებს გენერალური მდივნის პირად დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია ამ ტიპის ურთიერთობებში. მისთვის საქართველო არის ერთ-ერთი პრიორიტეტული ქვეყანა. ეს ამბები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არ ხდება და ამას დიდი მნიშვნელობა ექნება ვარშავის სამიტისთვის. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაც ამ სულისკვეთებით წარიმართა. პროგრესი, რომელსაც საქართველო დღითიდღე აჩვენებს ალიანსს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად უნდა გამოიხატოს ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებებში. ეს იყო პირველი სხდომა, რომელიც მსჯელობდა ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე ვარშავის სამიტის კონტექსტში, ამიტომ ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩვენ მივიღეთ სრული და უალტერნატივო მხარდაჭერა. ახლა უკვე ველოდებით ამ პროცესის გაგრძელებას 2016 წლის ზაფხულში - ვარშავაში, როდესაც ჩვენ წარვადგენთ არსებითი პაკეტის შესახებ ანგარიშს. ეს ანგარიში უნდა იყოს მაქსიმალისტური. ყველა პუნქტი და დებულება, რომელიც პაკეტში ეწერა, საქართველოს მიერ შესრულებული და დასრულებული იქნება,“ - განაცხადა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა სხდომის დასრულების შემდეგ.

კომისია წარმოადგენს ნატო-საქართველოს პოლიტიკური კონსულტაციების ფორუმსა და პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმს, რომლის მიზანია დაეხმაროს საქართველოს ალიანსში გასაწევრიანებლად. კომისია ხელს უწყობს ნატო-საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგისა და ყველა შესაბამის დონეზე თანამშრომლობის გაღრმავებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42