ქართველი რეფორმატორების კიდევ ერთი ჯგუფი ოდესაში
პოლიტიკა - 21:09, 08 Oct, 2015     5696

უკრაინული მედიის ცნობით, ოდესაში ჩავიდნენ „საქართველოს რეფორმატორთა კლუბის“ წარმომადგენლები - საქართველოს თავდაცვისა და განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ყოფილი უფროსი გიორგი ხიზანიშვილი, საზღვაო ტრანსპორტის ყოფილი ხელმძღვანელი თეიმურაზ იობიძე.

ქართველ რეფორმატორთა მორიგი ჯგუფი ოდესაში ქალაქის მერობის კანდიდატის ედუარდ გურვიცის მოწვევით იმყოფება. ისინი მისი ინიციატივით შექმნილ „რეფორმების საბჭოს“ მუშაობაში მიიღებენ მონაწილეობას.

„ჩვენ დიდი სიხარულით მივიღეთ ბატონი გურვიცის მიწვევა და მზად ვართ გავუზიაროთ მას ჩვენი გამოცდილება. რეფორმები ნებისმიერ დონეზე და ნებისმიერ სფეროში მხოლოდ გააძლიერებს ქვეყანას. თითოეულმა ჩვენგანმა თავის სფეროში წარმატებული რეფორმები განახორციელა, რომელიც საქართველოსთვის აუცილებელი იყო. ჩვენ მზად ვართ გავუზიაროთ როგორც ჩვენი გამოცდილება, ასევე შეცდომები, რომელიც დავუშვით, რათა ისინი თავიდან იყოს აცილებული. ხალხი ელოდება რეფორმებს, ხალხს სჭირდება რეფორმები. მოსახლეობას სჯერა უკრაინის მომავლის, ოდესის მომავალი წარმატებულ რეფორმებშია,“ - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა, რომლის რეფორმები განათლების სფეროში დღესაც წარმატებით მუშაობს საქართველოში.

ცესკოს ყოფილი თავმჯდომარის, გურამ ჩალაგაშვილის განცხადებით, პირველი რეფორმა რომელიც ამჟამად სჭირდება ხალხს, ეს სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებაა, რაც ბიძგს მისცემს სხვა სიახლეების დანერგვას.

„ყველაზე მთავარი რეფორმა - გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებაა. მე შემიძლია გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება და ცოდნა, რათა ეს არჩევნები სამართლიანი იყოს,“ - განაცხადა მან.

ქართველმა რეფორმატორებმა აღნიშნეს, რომ ისინი ოდესის ხელისუფლებას იმ შემთხვევაშიც გაუწევენ დახმარებას, თუ ქალაქის მერად გურვიცი არ იქნება არჩეული.

„ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ ოდესას. ჩვენ გავუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას ყველას, ვისაც ეს დასჭირდება. თუ სამოქალაქო საზოგადოებას ექნება სურვილი, ჩვენ სიხარულით დავეხმარებით მას. ხაზი უნდა გავუსვათ იმ ფაქტს, რომ ბატონმა ედუარდ გურვიცმა ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას მიიღო ოდესის გუბერნატორის გზავნილი, განახორციელოს ის რეფორმები, რომელიც ოდესას სჭირდება. იგი უკვე ახლა ფიქრობს გაატაროს რეფორმები, რომელიც ოდესას უკეთეს ქალაქად აქცევს, რომელიც მის მოსახლეობას ცხოვრების უკეთეს პირობებს შეუქმნის, მისცემს მათ მიიღონ ის უპირატესობები, რასაც ცვლილებები მოიტანს. პირდაპირ გეტყვით, საქართველოს მომავალი პირდაპირ არის დაკავშირებული უკრაინიასთან. თუ უკრაინა გაუძლებს, შესძლებს განვითარებას, გატარებული რეფორმების შედეგად, ეს ნიშნავს, რომ საქართველოც ყველაფერს შესძლებს,“ - აცხადებს დიმიტრი შაშკინი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42