კვირიკაშვილმა იოჰანეს ჰანთან ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებაც განიხილა
პოლიტიკა - 21:10, 08 Oct, 2015     1125
საქართველოს ვიცე პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, გაფართოებისა და ევროპული პოლიტიკის საკითხებში ევროკომისართან იოჰანეს ჰანთან შეხვედრის დროს ერთ-ერთ საკითხად განხილული იყო ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება და მისი მნიშვნელობა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში.

კერძოდ ხაზი გაესვა იმ განსაკუთრებულ შესაძლებლობებს, რასაც DCFTA-ის გამოყენება აძლევს საქართველოსა და ევროპელ პარტნიორებს.

“ევროკომისართან ვისაუბრეთ თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების სერიოზულ პოტენციალზე, რომლიც საქართველოს აქცევს ევროპის მნიშვნელოვან პარტნიორად აღმოსავლეთ ქვეყნებთან ურთიერთობის კუთხით. ის, შესაძლებლობები, რასაცDCFTA უქმნის საქართველოს აღმოსავლეთ ქვეყნებიდან ინვესტიციების მოზიდვის კუთხით არის ძალზედ მნიშვნელოვანი. ეს ასევე სერიოზული პლატფორმაა ევროპული ქვეყნებისთვის აწარმოონ ურთიერთობა ამ რეგიონთან. მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველო ასრულებდეს კარიბჭის როლს ევროპისა და შორეული აღმოსავლეთისთვის. DCFTA-ს მოაქვს შესანიშნავი შესაძლებლობები როგორც უშუალო სამეზობლოს, ისე შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის, ისეთ სფეროებში, როგორიცაა მრეწველობა, ლოგისტიკა, ტრანსპორტი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სრულად გამოვიყენოთ ეს პოტენციალი მომავალში. მნიშვნელოვანია, რომ DCFTA უკვე შედის იმ ფაზაში, როდესაც ეს კონკრეტული შედეგების სახით გამოჩნდება”- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

იოჰანეს ჰანთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მინისტრმა ასევე ისაუბრა თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების ფარგლებში გატარებული რეფორმების წარმატებაზე. მისი თქმით, ამას მოწმობს საქართველოს კერძო სექტორში მიღწეული რეალური შედეგები, კერძოდ ევროკავშირთან ვაჭრობის ზრდის ტენდენცია და ევროკავშირის წილი საქართველოს სავაჭრო ბრუნვაში, რომელიც დაახლოებით 30 პროცენტს შეადგენს. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით საქართველოს მთავრობის საგარეო ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტად კვლავ რჩება დივერსიფიკაციის გაძლიერება, რა მიმართულებითაც ქვეყანა აქტიურად მუშაობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42