პრემიერმა ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის მადლობის წერილი მიიღო
პოლიტიკა - 19:25, 08 Oct, 2015     1114
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის, დეიმონ ვილსონის მადლობის წერილი მიიღო.

ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის მეთაურს ნიუ-იორკში ატლანტიკური საბჭოს მიერ გამართულ მიღებაზე დასწრებისთვის მადლობას უხდის და ვაშინგტონში, მაღალი რანგის სტრატეგიულ განხილვებსა და საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად იწვევს, რომლებშიც ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი თანამდებობის პირები მონაწილეობენ.

„მოხარული ვარ, რომ თქვენ შემოგვიერთდებით ნოემბერში დაგეგმილ ენერგეტიკისა და ეკონომიკის სამიტზე სტამბოლში. საქართველოს სჭირდება ძლიერი და მიზანმიმართული ხელმძღვანელობა, რომელიც წარმართავს ევროკავშირსა და ნატოსთან ინტეგრირებული, თანამედროვე, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისკენ გამიზნულ ძალისხმევას. თქვენი წარმატებული რეფორმები და საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების, საბაზრო ეკონომიკისა და კანონის უზენაესობის კონსოლიდაცია ნათლად წარმოაჩენს რეგიონში არსებულ პერსპექტივებს. იმედის თვალით შევყურებთ თქვენთან შეხვედრასა და საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის გაგრძელებას“, - ნათქვამია დეიმონ ვილსონის წერილში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42