„ნებისმიერი სიტყვაზე რასაც ამბობთ, ადამიანმა პასუხი უნდა მოგთხოვოთ. რომელი უზრუნველყავით ხელისუფლებაში ყოფნის დროს, საკუთრები უფლება? თქვენ „იმედის“ გამპარტახლებლები და დამრბევები ხართ. თქვენ ეს საქმე ჩაიდინეთ და როგორ დაგიჯეროთ, რომ ეკა მიშველაძესა და „რუსთავი 2“-ზე ზრუნავთ? ივანიშვილის ძახილი არ გბეზრდებათ? - თქვენი ამოცანაა, მან სიკეთე არ ჩაიდინოს. თქვენ მისი სიკეთე ვერ მოგინელებიათ. ბოლშევიკური პარტიის ლიდერები ხართ და სააკაშვილი გყავდათ გამგედ. თქვენ გადარდებთ, რატომ იძინებს ბიძინა ივანიშვილი 22:00 საათზე და არა 23:00 საათზე. მაღაზიაში წყალს და მდგოვს რომ ვერ მიიტანენ, ესეც ივანიშვილის ბრალია. რომელი ადამიანის უფლებებზე საუბრობთ, თქვენ ქვეყანა დაღუპეთ. თქვენ პოლიტიკაში არ უნდა მოსულიყავით. ჩემი ბიოგრაფიის კაცს არ მეკადრება, რომ თქვენ გისმენდეთ. უნდა გატრიალდე და წახვიდეთ. თქვენ ამის უფლება გაქვთ“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






