თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას მიმართავს:
"ბოლო პერიოდში გახშირდა ეზოების, სკვერების, ქუჩებისა და მოედნების თვითნებურად გადათხრის ფაქტები, ასევე გადათხრის ადგილების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის გარეშე მიტოვება, აქვს ადგილი სამუშაოების წარმოებისთვის დადგენილი პირობების დარღვევას და ვადებში შეუსრულებლობას, აქედან გამომდინარე თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური კატეგორიულად მიმართავს ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, დაიცვას კანონით გათვალისწინებული ყველა ნორმა და იმოქმედონ მხოლოდ კანონის შესაბამისად, წინააღმდეგ შემთხვევაში გატარდება კანონით გათვალისწინებული მკაცრი ზომები.
ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მონიტორინგის განყოფილება, ამ მიზნით ახორციელებს ყოველღიურ მონიტორინგს და მიმართავს მოსახლეობას, აღნიშნული ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში დაგვიკავშირდეთ მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22", - ნათვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






