IFES საარჩევნო სისტემაზე პროექტი მოამზადა. საარჩევნო სისტემის საერთაშორისო ფონდი საქართველოს რამდენიმე მოდელს სთავაზობს. მათ შორის ძირითადად პროპორციულ სისტემაზეა საუბარი. ფონდის წარმომადგენლელი დღეს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. საერთაშორისო ექსპერტებმა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გააცნეს.
IFES-ის პროექტის ხელმძღვანელი ნერმან ნიშიჩი ამბობს, რომ საარჩევნო სისტემის მოქმედი რედაქცია ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს.
„ხმის თანაბრობის პრინციპი საქართველოში მოქმედ საარჩევნო სისტემასთან მიმართებაში ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. არსებობს კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ საჭიროა არჩევნების დროს უფრო მეტი პრინციპულობა მივიღოთ, თუმცა არ არსებობს კონსენსუსი იმაზე, თუ რომელი მოდელი უნდა შეირჩეს არჩევნებისთვის. დღეს ჩვენს მიერ მოწვეულ საერთაშორისო ექსპერტებთან სწორედ საარჩევნო რეფორმისთვის საჭირო სავარაუდო ვარიანტებს განვიხილავთ“, - აცხადებს IFES-ის პროექტის ხელმძღვანელი ნერმან ნიშიჩი.
მასალის გამოყენების პირობები






