საფრანგეთი საქართველოს საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერებაზე იზრუნებს
პოლიტიკა - 16:02, 08 Oct, 2015     1465
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ფრანგ კოლეგასთან ნატოს შტაბ-ბინაში ორმხრივი შეხვედრა გამართა. ჟან-ივ ლე დრიანის განცხადებით, საფრანგეთი საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერებაზე იზრუნებს.

არსებითი პაკეტის ფარგლებში სხვადასხვა მიმართულებაზე იდენტიფიცირებულები არიან პროექტის ლიდერი სახელმწიფოები, რომლებიც საქართველოს თავდაცვის სფეროს სხვადასხვა კომპონენტების გაუმჯობესება- გაძლიერებაზე ზრუნავენ. სწორედ ამ მიზნით, საფრანგეთი იქნება ქვეყანა, რომელიც საჰაერო სივრცის დაცვის გაუმჯობესებისთვის საქართველოში ექსპერტებს მოავლენს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში მონაწილეობის შესახებ ფრანგი კოლეგის დღევანდელი დასტური იმ აქტიური თანამშრომლობის და პრაქტიკული შედეგების ლოგიკური გაგრძელებაა, რომელიც უახლოეს წარსულში ორ ქვეყანას ჰქონდა.

„მოგეხსენებათ, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს ივნისში შევხვდით, როდესაც ხელი მოეწერა ცნობილ ხელშეკრულებებს. მაშინ ბევრი ვისაუბრეთ იმაზე, რომ საფრანგეთი გამხდარიყო საქართველოს პარტნიორი ქვეყანა ნატოს კონტექსტსა და ფარგლებში. დღემდე ფრანგები არ იყვნენ წარმოდგენილნი არც ერთ კომპონენტში და ამიტომაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი საფრანგეთის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრა. ჟან-ივ ლე დრიანის განაცხადებით, მათ უკვე იმუშავეს ამ თემებზე და მიღებული აქვთ გადაწყვეტილება, რომელიც დღეს გამაცნეს. საფრანგეთი საჰაერო თავდაცვის სეგმენტში საქართველოს დახმარების კუთხით ლიდერი ქვეყანა გახდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მხოლოდ იმიტომ კი არ არის, რომ ფრანგებს უზარმაზარი გამოცდილება და რესურსები აქვთ და ეს ყველაფერი ხელმისაწვდომი ხდება საქართველოსთვის, არამედ, მნიშვნელოვანია პოლიტიკურადაც. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, დღემდე საფრანგეთი ნატოს კონტექსტში, ორმხრივად, საქართველოს პარტნიორთა სიაში არ იყო. არ იყო იმ 15 ქვეყანას შორის, რომელთანაც ჩვენ პრაქტიკული თანამშრომლობა გვქონდა. დღეს მივიღეთ პასუხი საფრანგეთის თავდაცვის მინისტრისგან, რომ ამერიკელებისა და გერმანელების მსგავსად ისინიც ხდებიან საქართველოს პარტნიორები. საჰაერო თავდაცვის მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერის საკითხში საფრანგეთი ხდება ლიდერი ქვეყანა. პოლიტიკურად ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია მათი მხრიდან. საქართველო-ნატოს ურთიერთობების კონტექსტში მათი თანამონაწილეობა კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი ხდება. ასევე, ჩვენ მივიღეთ დაპირება საფრანგეთის თავდაცვის მინისტრისგან, რომ მომავალი წლის დასაწყისში ის საქართველოში ჩამოვა, რაც ამ თანამშრომლობის გაღრმავების კიდევ ერთი პოლიტიკური დადასტურება იქნება“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42