"პოლონეთი საქართველოს სრულფასოვანი პარტნიორი გახდა" - ხიდაშელი პოლონელ კოლეგას შეხვდა
პოლიტიკა - 15:11, 08 Oct, 2015     1076

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს მინისტერიალის ფარგლებში ოფიციალურ შეხვედრებს განაგრძობს. ბრიუსელში ვიზიტის მეორე დღეს თინათინ ხიდაშელი პოლონეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს ტომაშ სიმონიაკს შეხვდა.

ორმხრივ შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწერა პოლონეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას. აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის კიდევ უფრო მაღალ ხარისხში ავა ორმხრივი ურთიერთობები და გაიზრდება შეიარაღებულ ძალებს შორის თანამშრომლობის ხარისხი.

„დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ საიდუმლოების სფეროში ინფორმაციის გაცვლის შესახებ ხელშეკრულებას. ეს არის უმთავრესი წინაპირობა იმისთვის, რომ ნატოს პაკეტის განხორციელების ფარგლებში, საქართველო და პოლონეთი თვისობრივად სხვა ტიპის ურთიერთობებზე გადავიდნენ. ამ ხელმოწერით ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კუთხით, პოლონეთი საქართველოს სრულფასოვანი პარტნიორი გახდა. სპეციალური ოპერაციების ძალებისა თუ სამხედრო პოლიციის სეგმენტში თანამშრომლობა მიიღებს კონკრეტულ ფორმას კონკრეტული ფინანსური პაკეტით, კონკრეტული ტრენინგების და სწავლებების კომპონენტით“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

აღსანიშნავია, რომ პოლონეთის რესპუბლიკა არსებითი პაკეტის ფარგლებში სპეციალური ოპერაციების ძალების მიმართულების ხელმძღვანელ სახელმწიფოს წარმოადგენს. როგორც ცნობილია, საქართველოს თავდაცვის მინისტრის პოლონეთის რესპუბლიკაში ვიზიტის დროს პოლონელმა კოლეგამ განაცხადა, რომ პოლონეთი სამხედრო პოლიციის შესაძლებლობების განვითარების მიმართულებასაც უხელმძღვანელებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42