მმართველობითი კრიზისი მერიაში - გაიმართება თუ არა თვითმმართველობის არჩევნები 2016 წელს?
პოლიტიკა - 13:37, 08 Oct, 2015     2515

თბილისის მერიაში, სავარაუდო კორუფციული სკანდალის გამო, დავით ნარმანიას კადრები ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ თანამდებობებს.

პოსტები უკვე დატოვეს: კეთილმოწყობის სამხსახურის უფროსმა - ავთანდილ სუდაძემ, ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა - გეგი ნიჟარაძემ, არქიტექტურის სამსახურის უფროსმა - ნინო ღოღობერიძემ და სასწრაფო სამედიცნო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა - კახა ჩიხრაძემ.

„ნიუპოსტის“ ინფორმაციით, საკადრო წმენდა ამით არ დასრულებულა და თანამდებობას კიდევ 3 საქალაქო სამსახურის უფროსი გამოემშვიდობება.

წასულების ბედს ბიძინა გიორგობიანი, დავით გურგენიძე და გიორგი არეშიძე გაიზიარებენ.

სხავთა შორის კახი კალაძის ნათესავი, ბოლო დღეებია, სამსახურში არავის უნახავს. მერიაში გვითხრეს, რომ კალაძის ცილისძმა შვებულებაშია.

საკადრო და მოსალოდნელ ცვლილებების ფონზე კი ოპოზიცია დავით ნარმანიას სასწრაფოდ გადადგომას და რიგგარეშე თივითმართველობის არჩევნების დანიშვნას ითხოვს.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მერიაში მიმდინარე საკადრო ცვლილებების საქმის კურსშია ბიძინა ივანიშვილი, მეტიც, "ქართული ოცნების" კულუარებიდან გამოსული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა მერის არჩევნები ვადაზე 2 წლით ადრე, 2016 წელს საპარლამენტო არჩევნებთან ერთად გაიმართოს.

მმართველი ძალა, მერის კანდიდატად ვიცე-პრემიერ კახი კალაძისა და ნარმანიას ამჟამინდელი მოადგილის, ალექსანდრე მარგიშვილის კანდიდატურა აქტიურად განიხილავს.

"ქართული ოცნების" შესაძლო კონსულტაციებს არ გამორიცხავს "ნაციონალური მოძრაობა".

უმცირესობის წევრს ირაკლი აბესაძეს არ უკვირს ის ფაქტი, რომ „ქართულ ოცნებაშიც“ ფიქრობენ დავით ნარმანიას ჩანაცვლებაზე.

„ქართული ოცნება შეეცდება საკუთარი იმიჯის გადასარჩენად გაწიროს დავით ნარმანია. ისინი მოსახლეობის ინტერესების გამო თავს არ შეიწუხებენ“,- აღნიშნა „ნიუპოსტთან“ ირაკლი აბესაძე.

გაუქმებული კომუნალური ვაუჩერები, ნეპოტიზმი, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, არაკვალიფიციური კადრები, შემცირებები, უმუშევრობა, ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობა, - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რის გამოც „ნაციონალურმა მოძრაობა“ ნარმანიას წასვლის აუცილებლობაზე საუბრობს.

თბილისის მერმა ოპონენტებს გუშინ უპასუხა და აღნიშნა, რომ არასად წასვლას არ გეგმავს.

"არ ვაპირებ გადადგონმას. მერი არის ხალხის მიერ არჩეული და ოპოზიციის განცხადების გამო ამ გადაწყვეტილების მიღებას არ ვაპირებ,"- განაცხადა ნარმანიამ.

თბილისის მერმა ასევე უარყო ინფორმაცია, რომ იგი მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრს შეხვდა.

რაც შეეხება მერიაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს ნარმანია ირწმუნება, რომ ამპროცესში უჩვეულო არაფერია.

დავით ნარმანიასგან განსხვავებით მისი წასვლისთვის მიზეზები ცნობილია ოპონენტებისთვის.

საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ დედაქალაქის მთავრობაში საკადრო ცვლილებები დავით ნარმანიასგან დამოუკიდებლად ხდება.

როგორც აბესაძემ „ნიუპოსტთან“ საუბრისას აღნიშნა, თბილისის მერი პროცესებს ვეღარ აკონტროლებს.

“უმოქმედო, უგუნური, კორუფციაში ჩაფლული და უპასუხისმგებლო“ - ასე აფასებს თბილისის მოქმედი მერის გუნდს საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატი ირაკლი აბესაძე.

„როდესაც დედაქალაქში ელექტროენერგიის ზრდის პარალელურად ათიათასობით ადამიანს უუქმდება კომუნალური ვაუჩერი, როდესაც უმუშევრობის მწვავე პრობლემების ფონზე დედაქალაქიდან ხდება ასეულობით კვალიფიციური ადამიანის გაყრა მხოლოდ საკუთარი არაკვალიფიციური ნათესავების დასასაქმებელად, ამ ადამიანების უმოქმედობა და უუნარობა უკვე დანაშაულის ტოლფასია მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალი დავით ნარმანიას თანამდებობიდან გადადგომა და ქალაქში რიგგარეშე არჩევნების დანიშნვაა“ აცხადებს აბესაძე.

ნარმანიას გადადგომის მომხრეა საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის ლიდერი სევდია უგრეხელიძეც.

"მზად ვართ, ეს პასუხისმგებლობა არჩევნების გზით ავიღოთ" - ამბობს უგრეხელიძე.

მიმდინარე საკადრო ცვლილებებს აფასებს თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ნიკოლოზ მელიაც.

„5 ივე მაღალჩინოსნებს განცხადებები დააწერინეს, ეს ის ადამიანები არიან რომელებმაც ერთი წლის განმავლობაში 9 მილიონი აიღეს. ნარმანიას უკვე კითხვებზე პასუხის გაცემაც კი უჭირს და იმალება. სახეზეა სერიოზული კრიზისი დედაქალაქის მთავრობაში. მხოლოდ ერთადერთი გამოსავალი დარჩა, დედაქალაქის ეს შეურაცხმყოფელი და უუნარო შემადგენლობა დაუყონებლივ უნდა გადადგეს – განუცხადა მელიამ „ნიუპოსტს“.

ოპოზიციისგან განსხვავებით, ნარმანიას გადადგომის აუცილებლობას ვერ ხედავენ მმართველ გუნდში.

საკრებულოს უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ ოპოზიციის მოთხოვნას, ვადამდელი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით, საფუძველს მოკლებულია.

„ნაციონალური მოძრაობა” დღეს გვესაუბრება საკადრო ცვლილებებზე – მსგავსი საკადრო ცვლილებები ყოველთვიურად მიდიოდა წინა მთავრობის პერიოდში. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი. ჩვენი ოპონენტები კიდევ ერთხელ ცდილობენ თავისი ბინძური მეთოდებით საზოგადოებას ახალი პრობლემა მოახვიონ თავზე, მაგრამ მე მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ გეუბნებოდათ, არის ტყუილი. საკადრო ცვლილებები ცოცხალი პროცესია. ქალაქში ჩვეულებრივად ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები“ - განმარტავს საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია.

საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ ნუგზარ მალაღურაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ვიწრო პარტიული ინტერსების გატარებაში ადანაშაულებს.

„ ვერ მოინელეს დამარცხება, რომელიც ქართველმა ხალხმა მიუსაჯა მათ 2012 წელს და დედაქალაქში 2014 წელს, გამუდმებით მუსირებენ ამ თემით, რომ ისინი არიან მხოლოდ ერთადერთი გადამრჩენლები ამ ქვეყნისა,“ – განაცხადა „ნიუპოსტთან“ საუბრისას ნუგზარ მალაღურაძემ.

მერიაში არსებულ კრიზისზე საუბრობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილიც.

„მას (დავით ნარმანიას ) აქვს ერთი ძალიან დიდი პლიუსი - არც არავის უთქვამს რომ ის შეიძლება რარაიმე სახის კორუფციაში იყოს გარეული. მენეჯერულ თვისებებს რაც შეეხება, ამ მიმართულებით არის ხარვეზები. მერიაში მმართველობითი კრიზისა, მაგრამ ეს არ არის ის დოზა რიგგარეშე არჩევნების მოწყობისთვის. მერი შეიძლება არაფექტური სამუშაოებისთვის გააკრიტიკო, პრეტენზია გქონდეს მენეჯმენტის არ ქონაზე, თუმცა ჩემი აზრით, იმპიჩმენტის საკითხის დაყენება პოლიტიკური განცხადებებია და ქულების მოპოვებას ისახავს მიზნად“ - უთხრა „ნიუპოსტს“ ხუიხაშვილმა.

პოლიტოლოგი ამბობს, რომ თვითმართველობის არჩევნების ჩატარება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პარალელურად ნაკლებად სავარაუდოა, ისევე როგორც მერის პოსტზე კახი კალაძის წარდგენა.

„არამგონია არც კალაძე და არც თქვენ მიერ ნახსენები ნარმანიას მოადგილე 2018 წლისთვის პოლიტიკაში იყვნენ“ - განმარტა ხუხაშვილმა.

დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42