ეკონომიკის სამინისტროში თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის საორგანიზაციო შეხვედრა გაიმართა
პოლიტიკა - 10:28, 08 Oct, 2015     1008
7 ოქტომბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აბრეშუმის გზის ფორუმის საორგანიზაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ქართული და ჩინური მხარის წარმომადგენლები დაეწრნენ. შეხვედრას ხელმძღვანელობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი. შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიან-უიღურეთის ავტონომიური რეგიონის მთავრობის წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოში ფორუმის საორგანიზაციო სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად არიან ჩამოსულნი. შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოში ჩინეთის საელჩოს წარმომადგენლები.

შეხვედრაზე განხილული იყო თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის საორგანიზაციო საკითხები. შეხვედრაზე განხილული იყო ფორუმის მსვლელობისას ჩინეთის ოფიციალური დელეგაციის დღის წესრიგი. ჩინურ მხარეს თბილისის ფორუმზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიან-უიღურეთის ავტონომიური რაიონისთავმჯდომარე უხელმძღვანელებს.

შეხვედრაზე განხილულ საკითხებს შორის ასევე იყოაბრეშუმის გზის ფორუმის დღის წესრიგის ცალკეული საკითხები, მათ შორის, სასტუმრო „ჰუალინგის“ გახსნა თბილისში და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ოფიციალური პრეზენტაცია ქუთაისში. აღნიშნული ობიექტები ჩინურ კომპანია „ჰუალინგს“ ეკუთვნის.

ჩინეთის ოფიციალური დელეგაცია თბილისს 14 ოქტომბერს ეწვევა.

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 15-16 ოქტომბერს გაიმართება. მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს მთავრობა, თანაორგანიზატორი - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა. ფორუმი იმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პატრონაჟით. ფორუმის ფარგლებში თბილისს 30 ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია ჩამოვა, რომელთა შორისაც იქნებიან ვიცე-პრემიერები და მინისტრები. სულ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად თბილისს 700-ზე მეტი სტუმარი ეწვევა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42