"ამ შენობაში ინტენსიური საუბრები მიმდინარეობს საქართველოზე" - ხიდაშელი სტოლტენბერგს შეხვდა
პოლიტიკა - 10:10, 08 Oct, 2015     926

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე იმყოფება. ნატოს შტაბ-ბინაში თინათინ ხიდაშელი ალიანსის გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს და მის მოადგილეს ალექსანდერ ვერშბოუს შეხვდა. შეხვედრას დაესწრო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანთან განხილვის მთავარი თემა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები, საქართველოს მოლოდინები ვარშავის სამიტზე და უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის საკითხები იყო. იენს სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგული რჩება და საქართველო ნატოს წევრი გახდება. ალიანსის გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმართ.

მხარეები დეკემბერში დაგეგმილ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალსაც შეეხნენ. როგორც თინათინ ხიდაშელმა აღნიშნა, დეკემბრის მინისტერიალი მაღალი ალბათობით გაფართოებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

„ის ფაქტი, რომ ასეთი ინტენსიურია ჩვენი კომუნიკაცია ნატოს გენერალურ მდივანთან, ნატოს შტაბ-ბინაში, ადამიანებთან, რომლებიც მუშაობენ საქართველოზე, თავისთავად ძალიან იმედის მომცემია. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ შენობაში ინტენსიური საუბრები მიმდინარეობს საქართველოზე. ნატო კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ ღია კარის პოლიტიკა, რომელიც გამოცხადებულია, ღია კარის პოლიტიკაა და იმ კარში შედიან სახელმწიფოები. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ნამდვილად მოხდება, რაც ძალიან დიდ ოპტიმიზმს აძლევს საქართველოს. შემდეგი ეტაპი ნატოსთან ურთიერთობის ამ ნაბიჯით პრაქტიკულად გარანტირებული იქნება“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

იენს სტოლტენბერგმა საქართველოს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს ნატოს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში ქართული სამხედრო კონტინგენტის მიერ შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. მან ალიანსის გენერალურ მდივანს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოს შტაბ-ბინაში ვიზიტი ალიანსის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებთან შეხვედრით დაიწყო. აღნიშნულ ფორმატში შეხვედრა ნატოში რუმინეთის მუდმივი წარმომადგნელის სტელიან სტოიანის ორგანიზებით გიამართა. შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესი, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევები. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო 2016 წლის ნატოს ვარშავის სამიტის მნიშვნელობას საქართველოსთვის.

მინისტერიალის ფარგლებში, თინათინ ხიდაშელი ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ პეტრ პაველს და უცხოელ კოლეგებს შეხვდება. ხვალ საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე 28+1-ის ფორმატში ალიანსის თავდაცვის მინისტრების წინაშე წარსდგება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42