ჩემი გადადგომის დღე დადგა, პოსტიდან მივდივარ საკუთარი სურვილით - ნანუკა ჟორჟოლიანი
სოც.მედია - 01:54, 08 Oct, 2015     66450

პოპულარული ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, სოციალურ ქსელში შვილს მარიამ გეგუჩაძეს დაბადების დღეს ემოციური წერილით ულოცავს:

"8 წლის ხდებოდა, შევიდა მისივე დაბადების დღის დარბაზში და არ მოეწონა ბავშვური გარემო. გაბრაზებულმა მითხრა, მე უკვე დიდი ვარ ამ ყველაფრისთვისო. მას შემდეგ ამას მიმტკიცებდა სულ. მიმტკიცებდა, რომ დიდი იყო.

კარგად მესმოდა მისი. მეც სულ იგივეს ვამტკიცებდი ამიტომ ვცდილობდი თანაბარი ურთიერთობები მქონოდა მასთან.

12 წლის იყო, როცა ავუხსენი, რომ 18 წლამდე მე ვიქნებოდი მისი "უფროსი". ფაქტია ეს არ მოსწონდა, მაგრამ არგუმენტები ჩემს მხარეს იყო.

ჰქონდა მცდელობა 16 წლამდე გადმოეწია ჩემი "უფროსობის" ვადა, მაგრამ არ გამოუვიდა და დამნებდა. მაშინ როცა 17 წლის გახდა ვუთხარი, რომ ბოლო წელი ჰქონდა. მერე უკვე იწყებოდა ცხოვრების ის ეპიზოდი, როცა თავისუფლება მეტი ექნებოდა, მაგრამ პასუხისმგებლობაც მისივე გადაწყვეტილებაზე. ღიმილით შემომხედა, მაგრამ ვატყობდი აღარ ჩქარობდა ისე როგორც მაშინ, როცა 8 წლის ხდებოდა.

რაც უფრო მეტად იზრდებოდა, მით უფრო მეტად იკლებდა დისტანცია ჩვენს შორის და ასე გახდა ჩემი საუკეთესო მეგობარი. ყველაზე ახლო ადამიანი. ყველაზე ძვირფასი.

მოკლედ, ჩემი გადადგომის დღე დადგა. "უფროსობის" პოსტიდან. მივდივარ საკუთარი სურვილით და ჩემს ადგილზე ვტოვებ ძალიან მაგარ გოგოს, რომელმაც ახლა უკვე ჩემზე კარგად იცის, როგორი უნდა იყოს მისი ცხოვრება.

გილოცავ დე. შენ ახლა უკვე ნამდვილად დიდი გოგო ხარ" - წერს ჟორჟოლიანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42