ALDE პარტნიორი საერთაშორისო საზოაგდოებისადმი ქართული პარტიის თავისუფალი დემოკრატების მიმართვას გამოეხმაურა.
„ჩვენ დაწვრილებით გავეცანით პარტიის თანამშრომლების მიმართვას. საქართველოში მნიშვნელოვანი საარჩევნო წელი მოდის, რომელიც იქნება ტესტი დემოკრატიის, მედიის თავისუფლების, პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის თვალსაზრისით. ეს არჩევნები გადაწყვეტს, თუ რა პოზიციაზეა ქვეყანა, როგორც რეფორმატორი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს საარჩევნო რეფორმები, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოს პარლამენტში პლურალიზმის გაძლიერებას.
ასევე მოვუწიდებთ მთავრობას, სამართლებრივი სისტემის მიუკერძოებლობის, დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის გაძლიერებას. ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციის მონიტორინგს და საქართველოს კურსის მხარდაჭერას სტაბილური დემოკრატიისა და კეთილდღეობისთვის“- ნათქვამია ALDE-ს განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები






