იუსტიციის მინისტრი "რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებას ეთანხმება.
"ვეთანხმები სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ყველა უნდა დავაკვირდეთ სასამართლო პროცესს, თუ რომელიც უნდა იყოს ღია და გამჭვირვალე", - განაცხადა წულუკიანმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა მარკ ტონერმა "კურიერის" კითხვის პასუხად განაცხადა, რომ ქმედებები, რომელიც ზღუდავს მედიის თავისუფლებას ან აზიანებს მედიაპლურალიზმს, აშკარად შემაშფოთებელია.
ტონერის თქმით, ამერიკა რუსთავი2-ის საქმეზე მიმდინარე მოვლენებს სერიოზულად ვეკიდება და ყურადღებით აკვირდება.
"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით განვითარებულ მოვლენებს. დაჟინებით მოვუწოდებთ, რომ ნებისმიერი სამართლებლივი პროცესი, რომელიც მედიას უკავშირდება, წარიმართოს მართლმსაჯულების უმაღლესი სტანდარტებით და გამოხატვის თავისუფლების პატივისცემით. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შეერთებული შტატების ხელისუფლება და საერთშორისო საზოგადოება დადებითად აფასებდა საქართველოს თავისუფალ და პლურალისტურ მედიაგარემოს, რაც მთელი რეგიონისთვის მისაბაძად ითვლებოდა. ქმედებები, რომელიც საფრთხეს უქნის ამ გარემოს, ზღუდავს მედიის თავისუფლებას ან აზიანებს მედიაპლურალიზმს, აშკარად შემაშფოთებელია, განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნების წინ. ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად ვეკიდებით და ვაკვირდებით," - განაცხადა მარკ ტონერმა.
მასალის გამოყენების პირობები






