„ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად ქურდული სამყაროს გამოღვიძება და გაძლიერება დაიწყო - ენმ
პოლიტიკა - 13:57, 07 Oct, 2015     2373

„ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად, ქურდული სამყაროს გამოღვიძება და გაძლიერება დაიწყო“, -ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა გივი თარგამაძემ ისაუბრა.

„ჯერ იყო ბესელია-კაკაბაძის ქურდულ-ჯაშუშული „პოლიტპატიმრების“ გამოშვება, შემდეგ მასობრივი ამნისტია, შემდეგ კრიმინალური ავტორიტეტების „გამოწერა“, მათთვის თბილისის აეროპორტში „მალინის“ მოწყობა და შემდგომ მშვიდობიანად საზღვარგარეთ გაშვება. ამის სანაცვლოდ ქურდულმა ავტორიტეტებმა, „ოცნებას“ მაყურებლების მეშვეობით ციხე „დაულაგეს“ და არჩევნებშიც დაეხმარნენ. ყველაზე შორს, ამ მხრივ, აჭარაში წავიდნენ, სადაც მთავრობამ, პოლიციამ და კრიმინალებმა სრულ სიმბიოზს მიაღწიეს.

მთავრობის მხრიდან სისტემაში პრემიერ-მინისტრ ირაკლის ღარიბაშვილის დაცვის უფროსი იყო ჩაბმული, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, რომელმაც ურთიერთობისთვის ასევე დაცვის უფროსი გეგა გეგეშიძე გამოყო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამართველოს უფროს დავით თამაზაშვილი, აჭარის საპატრულოს უფროსის მოადგილე რაიბულ მამულაძე, ხოლო კრიმინალური სამყაროს მინდია გორაძემ (მეტსახელად ლავას-ოღლი ბათუმელი) და მისი „რაზმი“ ყოფილი მოჭიდავეები ამირან ფაღავა, რამაზ დევაძე, მუხრან ვახტანგაძე, რამაზ ვაშაყმაძე და ჯაზა გორაძე წარმოადგენდნენ.

შედეგად მივიღეთ დარეკეტებული ბიზნესი, დამწვარი მანქანები, ნაცემი სამართალდამცავები, დაშინებული ხალხი და ბოლოს მოკლული პოლიციელი. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ ამ სისტემის მხილებისა და ატეხილი სკანდალის შემდეგ თანამდებობები დაკარგეს ჭიკაიძემ და თამაზაშვილმა, ხოლო დანარჩენების გავლენა კი საგრძნობლად შემცირდა. ლავას-ოღლი და მისმა ბანდა დროებით მაინც მიჩუმნდნენ და აღარ ჩანდნენ. თუმცა დაუსჯელობამ როგორც ჩანს კიდევ ერთხელ წაახალისა ბანდა და მათ „არასათანადო პირებს“ მიაკითხეს ანუ მარტივად, რომ ვთქვათ მათ ფული თხოვეს ბიზნეს, რომელსაც უფრო მაღალი სამთავრობო „კრიშა“ ქონდა. შედეგად მივიღეთ სპეციალური ოპერაცია, რომლის შედეგადაც დააკავეს ლავას ოღლის უახლოესი გარემოცვა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ გააკეთა განმარტებები, თუმცა ცნობილია, რომ სამი პირი კრიმინალურ სამყაროსთან კავშირის გამო დააკავეს. დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა მოხმარების მუხლით აქვთ წარდგენილი, მათ შორის ე.წ. კანონიერი ქურდის დეიდაშვილი და სიძეც.

ამის შემდეგ კიდევ უფრო საინტერესო ამბავი მოხდა. აჭარის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ტრეფიკინგის განყოფილების უფროსი ზვიად ქუდელიძე რესტორნიდან სამსახურებრივი მანქანით ბრუნდებოდა. საჯესთან თვითონ იჯდა თანაც არაფხიზელ მდგომარეობაში. მთვრალს საჭე გაექცა და დაეჯახა შემხედრ მანქანას. სანამ პატრული მოვიდოდა ბატონმა ზვიადმა თავისი თანამშრომელი ირაკლი ანანიძე გამოიძახა და საჭესთან დასვა, ხოლო დაზარელებულებს კი მანქანის გაკეთებაზე შეუთანხმა და ანანიძის ტელეფონი მისცა. ყველაფერმა თითქოს კარგად ჩაიარა პატრული მოვიდა აიღო ჩვენებები და წავიდა. თუმცა აქ ახალი პრობლემა წარმოიშვა - აღმოჩნდა, რომ დაზარალებულები ლავას-ოღლის „ბიჭები“ იყვნენ. რამოდენიმე დღეში ანანიძესთან სატელეფონე ზარი გაისმა და აღმოჩნდა, რომ მეორე მხარეს მინდია გორაძე იყო, რომელმაც „ბავშვებისთვის“ ახალი მანქანა მოითხოვა.

შედეგად მივიღეთ 90იანი წლების პოლიციულ-კრიმინალური სამყაროს სიმბიოზი, რომელმაც უკვე გამოიღო ტრაგიკული შედეგი და კიდევ მოგვიტანს იგივე შედეგს თ არ მოხდება მკვეთრი რეაგირება და კრიმინალების თარეშის აღკვეთა“, - განაცხადა გივი თარგამაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42