"უგუნური, უპასუხისმგებლო და კორუფციაში ჩაფული" - საკრებულოს ოპოზიცია ნარმანიას გადადგომას ითხოვს
პოლიტიკა - 12:20, 07 Oct, 2015     1569

საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" თბილისის მერის გადადგომას ითხოვს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ფრაქციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

საკრებულოს ოპოზიცია დავით ნარმანიაში უპასუხისმგებლობაში და კორუფციაში ადანაშაულებს.

"უმოქმედო, უგუნური, უპასუხისმგებლო და კორუფციაში ჩაფული - ეს ნარმანიას მაღალანაზღაურებადი, მაღალი სახელფასო დანამატებითა და სხვადასხვა საბიუჯეტო სიკეთეებით განებივრებული მთავრობაა, რომელმაც ქალაქში სრული კრახი განიცადა და ისედაც გაჭირვებული მოსახლეობის ცხოვრება ბევრად უფრო დაამძიმა. ამ სიტუაციაში უსუსური, საკუთარი გუნდისგან გარიყული ნარმანია, ვერ ახერხებს ელემენტარული გადაწყვეტილებების მიღებასაც კი და იძულებულია სპეცსამსახურების დავალებების მორჩილი, უტყვი შემსრულებელი იყოს.

როდესაც მერიის არაეფექტური მუშაობის გამო ათიათასობით გაჭირვებული ადამიანის ყოველდღიური არსებობა კიდევ უფრო გაუსაძლისი ხდება, როდესაც ელექტროენერგიის საფასურის გაზრდის პარალელურად მერია ათიათასობით ოჯახს უუქმებს არსებულ ,,კომუნალურ ვაუჩერს", როდესაც უმუშევრობის მწვავე პრობლემის არსებობისას მერიაში წლების განმავლობაში მომუშავე კვალიფიციური თანამშრომლების გაყრა ხდება მხოლოდ საკუთარი ნათესავების დასასაქმებლად, როდესაც ვერ ხერხდება ელემენტარული ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება, თბილისის მერისა და მთავრობის წევრების არაკვალიფიციურობა და გულგრილობა უკვე დანაშაულის ტოლფასია. სწორედ ამიტომ, ამ კრიტიკული მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალი ივანიშვილის წარუმატებელი ექსპერიმენტის - დავით ნარმანიას თანამდებობიდან გადადგომა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაა. თბილისელებისთვის ეს ერთადერთი შანსია, რომ დაკარგული წელიწადნახევრის შემდეგ, 2016 წლიდან მაინც დაიწყოს ქალაქში ,,ქართული ოცნების" მმართველობის შედეგად შექმნილი მძიმე პრობლემების მოგვარება, ბიუჯეტის ადამიანების საჭიროებებზე მორგება მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ქალაქის სატრანსპორტო საცობებისგან განტვირთვა, ეკონომიკის განვითარება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის ხელშემწყობი რეალური პროგრამების განხორციელება და ზოგადად, დედაქალაქში ცხოვრების დონის გაუმჯობესება.

ჩვენ გვაქვს დედაქალაქის მართვის წარმატებული გამოცდილება და კონკრეტული პროექტები იმისათვის, რომ შევძლოთ არსებული პრობლემების ეფექტურად აღმოფხვრა. შესაბამისად, მზად ვართ არჩევნების გზით პასუხისმგებლობა ავიღოთ ზემოაღნიშნული მძიმე მდგომარეობის დროულად, მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად გამოსწორებასა და ქალაქის შემდგომ განვითარებაზე", - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42