თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე მოვლენების შეფასებისგან თავს უკევაბეს. მისი თქმით, ტელეკომპანიასთან დაკავშირებით მისი პოზიცია უცვლელია და რჩება იმ აზრზე, რაზეც წლების წინ იყო.
"თქვენ იცით, რომ მე ამ თემაზე არ ვაკეთებ კომენტარს. ჩემი ყველა კომენტარი რუსთავი 2-თან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ ჩემს ყველა კომენტარში იმ დღიდან მოყოლებული, როდესაც ის მაშინდელ თავდაცვის მინისტრს გადაეცა და იმ დღით დასრულებული, როდესაც პარლამენტში კომუნიკაციების საგამოძიებო კომისიამ დაამთავრა მუშაობა, სადაც მაგალითად ტელეკომპანია „საქართველო“-ზე ყველა დეტალი მოვიძიეთ, მოვიკვლიეთ და ძალიან კომპეტენტური დასკვნა დავდეთ. ყველა სიტყვას ვაწერ ხელს, რაც აქამდე მითქვამს. გამოიყენეთ ნებისმიერი კომენტარი წლების განმავლობაში ამ თემაზე გაკეთებული,"- განაცხადა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები






