„დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელი მუხრან ბუჭულაძე ვადამდელ არჩევნებთან დაკაშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ იდეას ეხმაურება.
როგორც ბურჭულაძე ამბობს, ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში პარლამენტი დაკომპლექტდება იმ სუბიექტებით, რომლებიც ოკუპანტი სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურებიან.
"ვადამდელი არჩევნების იდეასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მინდა პოზიცია დავაფიქსირო. ჩვენს მოქალაქეებს, ამ იდეის ავტორებს მინდა ვუთხრა, რომ შექმნილი არაკონკურენტული პოლიტიკური გარემო, ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში, ამომრჩეველს არათუ აძლევს რაციონალური არჩევანის გაკეთების და საკუთარი ბედის განსაზღვრის საშუალებას, არამედ პირიქით ართმევს მას ამის შესაძლებლობას და მოქალაქეები იძულებული იქნებიან გადადგან დამღუპველი ნაბიჯი.
მინდა გითხრათ, რომ ამომრჩეველი, რომელსაც არჩევანი უბრალოდ არ აქვს, ვერ მიიღებს მისთვის სასურველ შედეგს. შედეგი კი მოსალოდნელია ასეთი;
1. ორპოლუსიანი პოლიტსპექტრი და არაკონკურენტული გარემო გვაყენებს დილემის წინაშე - გვაიძულებს არჩევანის გაკეთებას "ოღონდ ეს მოვიშოროთ" ან "ოღონდ ესენი არ დაბრუნდნენ"-ს შორის, ხოლო უამრავმა ასეთმა მწარე გაკვეთილმა გვასწავლა, რომ ასეთ არჩევანს არასოდეს მოუტანია სიკეთე.
2. ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში დიდი ალბათობით პარლამენტი დაკომპლექტდება იმ სუბიექტებით, რომლებიც ემსახურებიან NB - ოკუპანტი სახელმწიფოს ინტერესებს, მათთან ერთად იმ მოთამაშეებით, რომლებიც "რით ვერ მოვიშორეთ" და მათით ვინც "უნდა მოვიშოროთ"...
3. ვადამდელი აჩევნებით მოვახდენთ იძულების წესით არჩეული ხელისუფლების ლეგალიზებას, რომელიც ვერასოდეს იქნება ეფექტური თუ ლეგიტიმური და ეს იქნება დიდი ნაბიჯი უკან.
4. პოლარიზებული საზოგადოება და ორპოლუსიანი პოლიტიკური სპექტრი, გაღვივებული აგრესიის ფონზე დიდი ალბათობით მანევრის საშუალებას და სარგებელს მისცემს ოკუპანტს და პირველი ასეთი სარგებელი იქნება ის, რომ ჩვენი პარტნიორები დაკარგავენ საქართველოსადმი ნდობას, რადგან გაგვიჭირდება იმის მტკიცება, რომ ოდესღაც საქართველო შეძლებს და გახდება მათი სტაბილური პარტნიორი და მათივე ღირებულებების მატარებელი სახელმწიფო.
ჩვენ უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება პატივი სცეს დემოკრატიის პრინციპებს და ამას შევძლებთ.
ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ერთი და სამუდამოდ, რომ დილემა და რადიკალიზმი ღუპავს.
ჩვენ უნდა ჩავუყაროთ საფუზველი ჯანსაღ კონკურენციას და მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს თავისუფალი არჩევანის საშუალება, რადგან ჩვენი ამბიცია სცდება საბჭოთა მოქალაქისას და უნდა გადავდგათ საბჭოთა სოციალისტური საქართველოს მოქალაქისგან განსხვავებული ნაბიჯები.
ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს კონკურენციის და პირიქით უნდა ვისწრაფვოდეთ მისკენ, რადგან მომავალ ქართულ სახელმწიფოს მხოლოდ ამ შემთხვევაში სცემენ პატივს.
ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის ინტერესებით და დავინახოთ პერსპექტივა, რომელიც მხოლოდ ფართო არჩევანის მქონე საქართველოს მოქალაქეს აქვს. რადგან ესაა ჩვენი ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზა", -განაცხადა მუხრან ბურჭულაძემ
მასალის გამოყენების პირობები






