დაინიშნება თუ არა ვადამდელი არჩევნები - რას ამბობენ პოლიტიკოსები ენმ-ს ინიციატივაზე ?
პოლიტიკა - 20:48, 06 Oct, 2015     1526

აკაკი ბობოხიძემ „ნიუპოსტს“ დაუდასტურა ინფორმაცია, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მთავრობის გადაყენებისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით პოლიტიკურ ძალებთან მოლაპარაკებებს იწყებს.

„2008 წლის შემდეგ ჩვენმა ქვეყანამ ყველაზე დიდი მარცხი განიცადა, როცა ხელისუფლებამ ნულოვანი უგულველყოფა მოახდინა ევროსაბჭოს რეზოლუციაზე, სადაც წერია, რომ ქვეყანაში ადგილი აქვს პოლიტიკურ დევნას. სახეზე გვაქვს ოპოზიციუარად განწყობილი აზრის ჩახშობას. შერჩევითი სამართალი, ყოფილი პრემიერის ფორსირებული შეტყევა ყველაზე რეიტინგულ არხზე, ეს ნიშნავს იმას რომ საქართველოს ხელისუფლება ნებისმიერ ფასად ცდილობს ხელისუფლების შენარჩუნებას. ამ პირობებში არ მესმის რატომ უნდა ვემზადოთ არჩევნებისთვის, ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი პირობების გათვალისწინებით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა სრულიად ადეკვატურია“- განუცხადა ბობოხიძემ „ნიუპოსტს“.

უმცირესობის დეპუტატი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა ხელს არ უშლის მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მოთხოვნას, მეტიც ბობოხიძე იმედოვნებს, რომ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას სხვა პოლიტიკური ძალებიც შემოუერთდებიან.

„ჩვენ არავის ვუშლით ხელს. პირიქით, ამ ფონზე გამოჩნდება ხელისუფლების მზაობა რამდენად არიან ისინი მზად არჩევნები პროპორციული სახით ჩაატაროს - იქნება ეს რიგითი თუ ურიგო“ - აღნიშნა ენმს წევრმა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზაქარია ქუცნაშვილი გამოეხმაურა.

ქუცნაშვილი დარწმუნებულია, რომ „ის ოპოზიციური ჯგუფები, რომლებიც მორალისგან შორს არ არიან, არცერთი არ დაიჭერს საქმეს „ნაციონალურ მოძრაობასთან“.

„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, გახდეს მისაღები, მათ შორის ოპოზიციისთვის. ეძებს მიზეზებს, რომ მაკოორდინებელის ფუნქცია შეითავსოს. ეს პოლიტიკური ჯგუფი იმდენად დამძიმებულია თავისი დანაშაულებრივი წარსულით, რომ მათთან აპელირება საკუთარ მომავალზე უარის თქმას წარმოადგენს. „ნაციონალური მოძრაობის“ წარსული ვერ იქნება მაგალითი მომავლისათვის. მათი მართვის ფილოსოფია თავიდან ბოლომდე მორალისგან დაცლილი იყო“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

არჩევნების საკონსტიტუციო ვადებში ჩატარების მომხრეა „თავისუფალი დემოკრატებიც“

„ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება უნდა მოხდეს, როგორც ეს 2012 წელს მოხდა“ - აღნიშნა მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა მაია ფანჯიკიძემ.

„ახალი მემარკვენეების“ წევრი მამუკა კაციტაძეც იმ პოლიტიკოსთა რიგებშია, რომელისთვის ნაციონალური მოძრაობის ინიციატივა მიუღებელია.

„კონსოლიდირებულ ერთობაში სხვა საკითხების შემოტანა, მათ შორის რიგგარეშე არჩევნების ჩატარების დააზარეალებს ამ ძირითად თემას, რასაც საარჩევნო სისტემის ცვლილება ჰქვია და მას ჩვენთან ერთად ნაციონაოლური მოძრაობაც ითხოვს“,- აღნიშნა კაციტაძემ.

„ეროვნულ - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერისთვის ენმ-ს გუშინ გაჟღერებული ინიციატივა ერთგვარი სიურპრიზიც აღმოჩნდა.

როგორც ბაჩუკი ქარდავამ „ნიუპოსტს“ განუცხადა, დღეს მოქმედი საარჩევნო სისტემით მეტი ბერკეტი ხელისუფლებას აქვს.

"გინდა ვადამდელი დაარჩქვით და გინდა საკონსტიტუიციო ვადებში ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები, თუ არ შეიცვალა საარჩევნო სისტემა ხელისუფლება შეძლებს მანიპულირების მოხდენას და არჩევნების შედეგების თავის სასიკეთოდ შეცვლას. პირველ რიგში საჭიროა მივიღოთ ისეთი საარჩევნო კანონმდებლობა, რომელიც ხელისუფლებას ზემოაღნიშნულ ბერკეტებს წაართმევს" - აღნიშნა ედპ-ს ლიდერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42