"უმრავლესობას ხმების მოპარვის საშუალებას არ მივცემთ" - ოპოზიციის შეხვედრა ედპ-ში
პოლიტიკა - 19:22, 06 Oct, 2015     2106
ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ოფისში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ 200,000 ხელმოწერის შეგროვების კამპანია შეაფასეს.

შევედრის მასპინძელმა ბაჩუკი ქარდავამ დღეს გამართული საინიციატივო ჯფუფის სამუშაო შეხვედრა შეაფასა.

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ ხელისუფლება საკონსტიტუციო ცვლილებებზე შესაძლოა მხოლოდ მაშინ წავიდეს თუ ხალხის ძალას იგრძნობს.

"როცა ვიცით საზოგადოების განწყობა საარჩევნო სისტემის ცვლილებების სასარგებლოდ, ბუნებრივია წავედით ამ გზაზე. ერთ-ერთი საეტაპო შეხვედრა იყო დღეს. შეჯამება მოხდა იმ სამუშაოსი, რომელიც ხელმოწერების შეგროვებასთან დაკავშირებით ხორციელდება. ვიმსჯელეთ იმაზეც, რა დამატებითი კონპონენტები შეიძლება გამოვიყენოთ, ხელმოწერას რაიმე პოლიტიკური დატვირთვაც უნდა ჰქონდეს" - აღნიშნა ქარდავამ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრის ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, "ხელისუფლება წაგებული არჩევნების ჯიბეში ჩადებას ყველა გზის გამოყებით ცდილობს".

"2 კვირა გავიდა, რაც საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით, ხელმოწერებს ვაგროვებთ. დღეს, უკვე გაწეული სამუშაოები შევაჯამეთ და დავსახეთ მომავალი სამომედო გეგმები. ჩვენ პოლიტიკური პარტიები, ყველაფერს გავაკეთებთ, იმისთვის რომ, მმართველ ძალას ხმების მოპარვის საშუალება არ მივცეთ. ის რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში "ქართული ოცნება" ვერ გაიმარჯვებს, საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანისთვის უკვე ცნობილია, მთავარია ხმების მოპარვის საშუალება არ მივცეთ მათ"- აღნიშნა გოგორიშვილმა.

„ახალი მემარჯვებენეების“ გენერალური მდივნის მამუკა კაციტაძის განცხადებით კი ხელისუფლება ძველი საარჩევნო სისტემის შენარჩუნებით დამატებითი მანდატების მიღებას გეგმავს.

„ხელისუფლებას, კიდევ ერთხელ უნდა მიისაკუთროს, მიითვისოს, მოიპაროს დამატებითი მანდატები და ამიტომ ის ებღაუჭება ძველი სისტემის შენარჩუნებას“ - განუცხადა მამუკა კაციტაძემ "ნიუპოსტს".

მისი თქმით, „საარჩვენო სისტემების ცვლილებებს მხოლოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ნება სჭირდება“.

თუმცა ხელისუფლებას ძალაუფლების დაკარგვის ეშინია და ამიტომ არ ამბობს უარს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შეცვლაზე.

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, მასშტაბურ კამპანიას ატარებენ.

მათი მთავარი მოთხოვნა მაჟორიტარული არჩევნების გაუქმება და 2016 წლისთვის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაა.

კონსტიტუციური შესწორების ინიცირებისთვის საჭირო 200 000 ხელმოწერის შეგროვება 12 ოპოზიციურმა პარტიამ უკვე აქტიურად დაიწყო.

ინტერფრაქციული ჯგუფის წევრების განცხადებით, ამომრჩეველს აქვს შესაძლებლობა საკუთარი პოზიცია ხელმოწერით დააფიქსიროს და ხმა მისცეს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42