თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 18:30, 06 Oct, 2015     8090

თბილისის მერიის ინფორმაციით, ცოტნე დადიანის გამზირის („მალაკნების“ ხიდიდან ხუდადოვის ქუჩის შესახვევამდე) მონაკვეთის კაპიტალური შეკეთების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდა ლეგიტიმურად, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის სრული დაცვით და იმ მოქმედი ნორმების გათვალისწინებით, რასაც ტენდერის გამოცხადებისას აღნიშნული კანონი ითვალისწინებდა.

ამის შესახებ მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ამასთან, გაჟღერებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტენდერში გათვალისწინებული არ იყო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 6 აპრილის N3 ბრძანებით განხორციელებული ცვლილება, სრულიად უსაფუძვლოა, გამომდინარე იქიდან, რომ ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა 2015 წლის 20 იანვარს, ხოლო ხელშეკრულება შპს „ძამა“-სთან გაფორმდა 2015 წლის 24 თებერვალს. ბუნებრივია, რომ ტენდერში გათვალისწინებული ვერ იქნებოდა კანონში არარსებული ჩანაწერი.

2015 წლის 6 აპრილის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის N3 ბრძანების საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის N9 ბრძანებით დამტკიცებულ წესში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც, მე-9 მუხლის „ი1“ ქვეპუნქტის საფუძველზე სატენდერო დოკუმენტაციაში გათვალისწინებულ იქნა „მითითება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამ წესის მე-11 მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად. ამავე ბრძანების მე-11 მუხლის 21 პუნქტი ითვალისწინებს, რომ „იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას“.

ზემოაღნიშნული ბრძანება 2015 წლის 6 აპრილიდან ამოქმედდა, ცოტნე დადიანის გამზირის გარკვეული მონაკვეთის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებზე კი სახელმწიფო შესყიდვა ცვლილებებამდე რამდენიმე თვით ადრე განხორციელდა. შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნები ელექტრონულ ტენდერში გათვალისწინებული ვერ იქნებოდა“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42