საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ დედაქალაქის მთავრობაში საკადრო ცვლილებები დავით ნარმანიასგან დამოუკიდებლად ხდება.
აბესაძის თქმით, ამის მაგალითია თბილისის მერის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება, სადაც ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობაში ცვლილებები უარყო.
"ჩუმად მიდიან სახლში ისე, რომ ნარმანიას ამის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია, რომელმაც რამდენიმე დღის უკან კატეგორიულად უარყო შემდგომი ცვლილებები. თბილისის მერიაში უკვე არის 6 ვაკანტური თანამდებობა - განათლების სამსახურის უფროსი გვყავს დიპლომის გარეშე, მხოლოდ იმიტომ რომ კახი კალაძის ცოლის ძმაა და გვყავს მოადგილეები და დანარჩენი თანამდებობის პირები, რომლებმაც კორუფციის და საკუთარ თავზე ზრუნვის გარდა თბილისელებს თავი ვერაფრით დაამახსოვრეს“, - განაცხადა აბესაძემ.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა გეგი ნიჟარაძემ თანამდებობა დატოვა.
რამდენიმე დღის წინ კი თანამდებობა დატოვეს კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა.
მასალის გამოყენების პირობები






