მერიის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი ლაშა მაქაცარია მიიჩნევს, რომ გეგი ნიჟარაძის სამსახურიდან გათავისუფლება დავით ნარმანიას გვერდის ავლით მოხდა.
მაქაცარია მიიჩნევს, რომ უნდა დადგეს ნიჟარაძის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.
„ეს ადამიანი დაინიშნა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, მას რეკომენდაცია გაუწიეს ოთარ ფარცხალაძე და პროკურატურის სხვა მაღალჩინოსნებმა. მის დანიშვნაში პროკურატურა ჩართული იყო. რაც შეეხება მის გათავისუფლებას, მისი გათავისუფლება მოხდა დავით ნარმანიას გვერდის ავლით. ის ჩამოვიდა საზრვარგარეთიდან და ოთახში დაახვედრეს წერილი მისი გათავისუფლების შესახებ. ვფიქრობ, რომ უნდა დადგეს ნიჟარაძის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი“, - განაცხადა მაქაცარიამ „კურიერთან“ საუბრისას.
თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა გეგი ნიჟარაძემ თანამდებობა ცოტა ხნის წინ დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები






