აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას გაეროში გამოსვლასთან დაკავშირებით გარკვეული თვითკრიტიკა გაუჩნდა საგარეო საქმეთა მინისტრსაც. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მისთვის უსიამოვნო ფაქტი იყო ის, რომ ობამამ საკუთარ გამოსვლაში საქართველო არ ახსენა.
„გარკვეული თვითკრიტიკა მეც გამიჩნდა ამ მიმართულებით და ამას არც გიმალავთ. ალბათ, მომავალში გაცილებით მეტი უნდა გავაკეთოთ ჩვენ, რომ საქართველოს თემა მუდმივად აქტუალური იყოს. თუმცა მე ვერ ვიგრძენი ამერიკის ხელისუფლების პირებთან შეხვედრის დროს, რომ ჩვენი თემა რაიმე კუთხით არის უფრო ნაკლებად აქტუალური, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, როდესაც ვუსმენდი პრეზიდენტ ობამას გამოსვლას, როგორც საქართველოს საგარეო მინისტრს, მინდოდა საქართველოც ყოფილიყო ნახსენები რუსეთის სამეზობლო პოლიტიკის კონტექსტში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






