"მხარეებს რა თქმა უნდა, აქვთ უფლება, რომ განსხვავებული პოზიციები ჰქონდეთ, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი მოლაპარაკებების რეჟიმში დამთავრდება და გადაწყდება"- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. ამასთანავე ქუმსიშვილი აცხადებს, რომ კომპანიასთან გამართულ არცერთ ოფიციალურ მოლაპარაკებაზე, ყაზახური კომპანიის მხრიდან ინვესტიციების უკან გატანაზე საუბარი არ ყოფილა.
შეგახსენებთ, კომპანია „ყაზტრანსგაზის“ პრესცენტრის მიერ გავრცელებული განცხადებით ირკვევა, რომ კომპანია ქართულ მხარეს უცხოლი ინვესტორის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ 2009 წელს, "ყაზტრანგაზ-თბილისის" სპეციალური მმართველის დანიშვნის შემდეგ "ყაზტრანგაზი“ "ყაზტრანგაზ-თბილისის" საქმიანობაში ვეღარ მონაწილეობს. კომპანიის განცხადებით, მათ იმედი აქვთ, რომ დავა უახლოეს პერიოდში მოგვარდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია საინვესტიციო საარბიტრაჟო გარჩევის დაწყებას აპირებს, რომელის მიზანიც "ყაზტრანგაზ-თბილისზე" კონტროლის დაბრუნება და ზარალის ანაზღაურება იქნება, რაც განხორცილებული ინვესტიციების თანხის ოდენობის უტოლდება. კომპანიის თქმით "ყაზტრანსგაზ-თბილისში" ჩადებული ინვესტიცია 130 მილიონ აშშ დოლარს აღწევს.
მასალის გამოყენების პირობები






